მთავარი ტესტები ტესტი: აირჩიეთ ოთახიდან რომელიმე ნივთი და გაიგეთ, რა იმალება თქვენი სულის სიღრმეში

ტესტი: აირჩიეთ ოთახიდან რომელიმე ნივთი და გაიგეთ, რა იმალება თქვენი სულის სიღრმეში

by Keti

ჩვენი არაცნობიერი ბევრ საიდუმლოს მალავს, მის შესახებ ჩვენ ხშირად არაფერი ვიცით. მას შეუძლია გაგვაგებინოს, თუ რა გვაწუხებს ან რა არის ჩვენი ჩუმი სურვილი. გარემოში არსებულ მოვლენებს შეუძლია ბევრი რამ გამოგვააშკარავებინოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია.

გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც მცირედით მაინც დაგეხმარებათ საკუთარი თავის შეცნობაში.

წარმოიდგინეთ, რომ უცხო ოთახში მოხვდით, ირგვლივ უამრავი განსხვავებული ნივთია. მიმოიხედეთ გარშემო. იზიდავს რამე თქვენს თვალს? ან იქნებ რამის მოშორება გინდათ თვალთახედვიდან? აირჩიეთ ფოტოზე მოცემული რომელიმე ნივთი და გაიგეთ პასუხები ქვემოთ:

საქანელა

საქანელა სენსორული თამაშებისა და სურვილების სიმბოლოა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაიმეზე ხართ დამოკიდებული ან რაიმე აკვიატება გაქვთ.

თოჯინა

თოჯინა ბავშვობასთან დაბრუნების იმიტაციაა. თქვენ არ გსურთ გაზრდა და ცდილობთ ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდა გამოჩნდეთ.

საღებავის გახსნილი ყუთი

ეს ნივთი იმის მანიშნებელია, რომ თქვენ გსურთ დაფარული სურვილებისა და ემოციების გამოხატვა.

საღებავის დახურული ყუთი

ეს არის აგრესიის, შფოთვისა და მოუმწიფებლობის განცდის სიმბოლო, რის დაფარვასაც ცდილობთ გარშემომყოფებისგან.

ველოსიპედი

ველოსიპედი თქვენი შინაგანი ბალანსის გამოხატულებაა, თქვენ გსურთ რაიმე ახალი შეიტანოთ თქვენ ირგვლივ, ცვლილებები გწყურიათ.

ვაშლის კალათა

ეს გამოხატავს თქვენს ღრმა ცოდნას, სიბრძნეს, პირადი მიზნების მიღწევას და ბედნიერებას.

ლურსმნები

ლურსმნები ძალადობის სიმბოლოა საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების წინაშე. ეს პრობლემური ემოციური მდგომარეობის ნიშანია.

ჩაფხუტი

ჩაფხუტი გამბედაობისა და მებრძოლი სულის სიმბოლოა. ის აგრეთვე გამოხატავს იმპულსურობას და გადაწყვეტილებების მიღების სირთულეს.

წიგნები

წიგნები ცოდნისკენ სწრაფვის სიმბოლოა, აგრეთვე გამოხატავს იმას, რომ შესაძლოა ცხოვრების აზრს ეძებდეთ.

ჩაქუჩი

ესეც ძალადობისა და რაიმეს ძალმომრეობით მიღწევის სიმბოლოა, ეს შესაძლოა გარემოდან იყოს განპირობებული ან შინაგანი კონფლიქტიდან.

ნიღბები

ნიღბები ემოციების სიმბოლოა და გამოხატავს ჩვენს ქცევებს სხვებთან ურთიერთობის დროს.

ნახატი

ნახატი მენტალური სტაბილურობისა და სუფთა გონების გამოხატულებაა.

ბორბალი

ეს არის გარემოსა და ადამიანების ურთიერთობის სიმბოლო, თუმცა შესაძლოა იმასაც ასახავდეს, რომ წრეზე დადიხართ და არ გსურთ ცვლილებები ცხოვრებაში.

სოსისები

სოსისები ნიშნავს იმას, რომ მტკიცე კავშირი გაქვთ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. ხშირად ირჩევენ ის ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

გისოსები

თუ ეს აირჩიეთ, შესაძლოა მარტოსული და არაკომუნიკაბელური ხართ. ეს ხშირად დეპრესიისა და შფოთვის სიმბოლოა.

კიბე

კიბე მიზნისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა და იმ ძალისხმევების, რასაც მასში დებთ. ჩანგრეული საფეხური წინაღობებია, რასაც ოცნების ასრულებისკენ მიმავალ გზაზე აწყდებით.

ყუთები

ყუთები ნიშნავს, რომ სხვებისგან რაღაცას მალავთ, ეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით.

ცოცხი

ცოცხი გამოხატავს ღრმა და ინტიმური ურთიერთობების სურვილს საყვარელ ადამიანთან.

დამტვრეული სკამი

ეს იმას ნიშნავს, რომ თავს გრძნობთ დასტრესილად, დაღლილად, არასტასბილურად და დასვენებას საჭიროებთ.

დამტვრეული სარკე

ეს საკუთარი თავის აღქმის სიმბოლოა, მაგრამ რადგან დამტვრეულია, გამოხატავს შინაგან ბრძოლრბს და სულის ტკივილს. თქვენ არ გიყვართ საკუთარი თავი.

სამტვრევი

ეს ჩაგვრის სიმბოლოა, თქვენ ალბათ გაიძულეს მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება.

თქვენ რომელი აირჩიეთ? ეთანხმებით ტესტის შედეგებს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!