ფერების ფსიქოლოგია გვთავაზობს ასეთ ვარაუდს, რომ ჩვენ მიერ ფერების აღქმა დამოკიდებულია ჩვენი პიროვნების თვისებებსა და ხასიათზე. მოსაწონი მანქანის ფირმის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მის ფერსაც, ამიტომ დღეს ჩვენ გთავაზობთ ტესტს განსხვავებული ფერის მანქანებზე.
საინტერესოა ყოველი დეტალი, რაც ახალ ამბავს გვატყობინებს საკუთარ თავზე. აბა, თქვენც სცადეთ, თუკი რაიმე მოულოდნელს გაიგებთ თქვენი თავის შესახებ!
წითელი
წითელი მანქანის ამრჩევი ადამიანები, როგორც წესი, არიან თვალში საცემები, მაგრამ ზოგჯერ კლასიკურებიც. ისინი ტკბებიან ცხოვრებით და იციან მისი გემო. მათ აგრეთვე ახასიათებთ შემდეგი თვისებები:
- კონტაქტური
- სასაცილო
- აგრესიული
- იმპულსური
- ამბიციური
- შთამბეჭდავი
ნაცრისფერი
ნაცრისფერი კლასიკური სტილის მოყვარულებს მოსწონთ, რაიმეთი თავის გამოჩენას ურჩევნიათ კომფორტულად ყოფნა. მათი თვისებებია:
- მორცხვო
- კომფორტის მოყვარული
- არ ადარდებს სტატუსი
- ფრთხილი
- კომპრომისზე წამსვლელი
- ზრდასრული
ვერცხლისფერი
ადამიანები, ვინც ამ ფერს ირჩევენ, უმეტესად არიან ბიზნეს ტიპები და მეტისმეტად ბევრს მუშაობენ. ვიაც ეს ფერი მოსწონს, უყვარს ხშირად არის:
- თვალში საცემი
- ინოვაციური
- პრაქტიკული
- კარგი გემოვნების მქონე
- გამოცდილი
- განებივრებული
ლურჯი
ლურჯი მანქანა ასხივებს სინათლეს, მეგობრულ დამოკიდებულებას. ლურჯი ფერის მოყვარულები, როგორც წესი, არიან მსუბუქები, მარტივად საკონტაქტოები და ასევე:
- თანამგრძნობი
- ოპტიმისტი
- სტაბილური
- თვითდაკვირვებული
- გულწრფელი
- წყნარი
ყავისფერი/ბეჟი
ყავისფერი და ბეჟი მოსწონთ ჭკვიან ადამიანებს, თუმცა ისინი ხშირად მორცხვებიც არიან. მათი სხვა თვისებებია:
- რეალისტი
- ეკონომიური
- გულწრფელი
- არ ადარდებთ სტილი
- კონფორმისტი
მწვანე
მწვანე ფერის პოპულარობა 90იან წლებში პიკზე იყო, ამ ფერის მოყვარულები იყვნენ ძლევამოსილები და ძალაუფლების მქონეები. ასევე:
- რბილი
- თვითკმარი
- მომთმენი
- მოდური
- მშვიდობისმოყვარე
ოქროსფერი/ყვითელი
ამ ფერის მოყვარულთა ცხოვრებისეული დევიზია ,,არ მოიწყინო, იყავი ბედნიერი.” ეს ოპტიმისტების ფერია. ყვითლის მოყვარული ადამიანი არის:
- მხიარული
- ბედნიერი
- ბიზნეს ტვინის მქონე
- წარმოსახვითი
- ბრძენი
- კარგი იუმორის მქონე
შავი
შავი ფერი უკვდავი კლასიკაა, მისი არჩევა კი გამოხატავს შემდეგ თვისებებს:
- თავმოყვარე
- ფუფუნების მოყვარული
- დახელოვნებული
- კონტროლის მოყვარული
- განსაცვიფრებელი
- ძლიერი
თეთრი
ეს ფერი აერთიანებს უნაკლო და თანამედროვე სტილს, რაც ყოველ ეპოქაში მიმზიდველია. ის აგრეთვე ადამიანებს ახასიათებს შემდეგნაირად:
- გულწრფელი
- სუფთა
- ელეგანტური
- სრულყოფილებისკენ მიდრეკილი
- თანამედროვე
- მარტივი ცხოვრების მოსურნე
მულტიფერი/ფერადი
თუ ფერზე მეტად მანქანის მოდელი გადარდებთ, ხოლო გამორჩეული ფერი არ გაქვთ და მათი შერევა გირჩევნიათ, მაშინ საკუთარ თავში სხვა თვისებები უნდა ეძებოთ.
- გამორჩეული
- ხარისხზე ორიენტირებული
- თვითნაკეთი
- უნიკალური
- სტილისტური
- ძლიერი
თქვენ თუ იპოვეთ ტესტში ისეთი მონაკვეთი, რამაც დაგაინტერესათ? ან იქნებ უკეთესი დახასიათება გაქვთ საკუთარი თავის? გაგვიზიარეთ კომენტარების სექციაში!