თითოეულ ჩვენგანს საკუთარი წარმოდგენა გვაქვს სილამაზეზე, ეს წარმოდგენა კი ბევრ მეტყველებს ჩვენს ხასიათზე. ჩვენ დღეს გთავაზობთ ტესტს, რომელიც თქვენს მთავარ განსაკუთრებულობას წარმოაჩენს.
უბრალოდ დაათვალიერეთ ფოტოები და აირჩიეთ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. ქვემოთ კი იხილეთ პასუხები
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
პასუხები:
1. თქვენ – პერფექციონისტი ხართ. ეს კი მტანჯველი გრძნობაა. სამაგიეროდ, ყველაფერი სწორად გაკეთებული თქვენ გახარებთ. სამუშაოს შესანიშნავად ასრულებთ, არსად აგვიანებთ და ცხოვრების ყოველ დღეს იდეალურად ატარებთ. თუმცა პერფექციონისტსაც სჭირდება განტვირთვა.
2. ყველაფერს იუმორით უდგებით, ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებთ, საკუთარი ხუმრობები კი ხშირად დაგხმარებიათ უხერხული სიტუაციებიდან გამოსვლაში, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ, სერიოზულად მოსაუბრე ადამიანებს დინჯად მოუსმინეთ.
3. თქვენ შემოქმედებითი ნატურა ხართ, ირგვლივ ყველაფერი შთაგაგონებთ. შეგიძლიათ შედევრის შექმნა ყველაფრისგან: ორიოდ სიტყვა, ორიოდ ფერი, ორიოდ ქაღალდის ნაგლეჯი, ორიოდე კვერცხი და ნახევარი პომიდორი. დაკავდით შემოქმედებით, ნუ შეგრცხვებათ ამის, შესაძლოა წინ დიდება გელოდეთ!
4. თქვენ ტკბობის მოყვარული ხართ. გემრიელი საკვები, ნიავის მსუბუქი შეხება, სასმელით სავსე ცივი ბოკალი – თქვენ აღმერთებთ ასეთ მარტივ სიამოვნებებს. სასურველია, თუ ასეთივე ტკბობას მიიღებთ სამუშაოსგან და მთელი თქვენი ცხოვრება უპირობო დღესასწაული გახდება.
5. თქვენ რომანტიკოსი ხართ, თქვენს გულში ერთგულება და სინაზე ცოცხლობს. ოცნებობთ მთელი ცხოვრების სიყვარულის პოვნაზე. არ ეძებოთ სასურველი რამ მხოლოდ რომანტიკულ ფილმებში, გადით სახლიდან და შეხვდით რეალურ ადამიანებსაც.
6. თქვენ კეთილი ხართ და თანაგრძნობის უნარიც გაგაჩნიათ. მეგობრები თქვენში საყრდენს ხედავენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა შესაძლოა ბოროტად გამოიყენოს თქვენი სიკეთე, გულგრილად მაინც ვერ ჩაუვლით ადამიანს, ვისაც დახმარება სჭირდება. თუმცა ნუ დაივიწყებთ თქვენს თავს!
7. თქვენ თავგადასავლების მოყვარული ხართ, გიყვართ რისკი და ადრენალინი – ეს თქვენი ცხოვრების აზრია. თუ მანქანას მართავთ, სწრაფად ატარებთ, თუ მიცოცავთ – რაც შეიძლება მაღლა. თუ ყვინთავთ – უფრო და უფრო ღრმად, თუ ჩხუბობთ – მხოლოდდამხოლოდ კრივში მსოფლიო ჩემპიონთან. მაგრამ ზოგჯერ ღირს შეჩერება და მშვიდად დაფიქრება.
8. თქვენ აღმერთებთ სიჩუმესა და სიმშვიდეს. თქვენ მთლიანი და თვითკმარი პიროვნება ხართ. ცხოვრების სისავსისთვის არ გჭირდებათ თავყრილობები და ხმამაღალი საუბრები, უპირატესობას ანიჭებთ საკუთარ თავთან შინაგან ჰარმონიას. ყველაფერი კარგია, მაგრამ ზოგჯერ მოგეჩვენებათ, რომ ცხოვრებამ გვერდით ჩაგიარათ, იქნებ ღირს რაღაც შეცვალოთ და ჩაიძიროთ მოვლენების სიღრმეში?!
მოგეწონათ ტესტი? დაემთხვა შედეგები თქვენს ხასიათს? გაგვიზიარეთ კომენტარებში!