გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩვენი ორგანიზმის ძალები უკვე ამოწურულია. რა სჭირდება თქვენს იმუნურ სისტემას? მზად არის ის ინფექციებთან და ვირუსებთან საბრძოლველად?
ამაში გასარკვევად გაეცით პასუხი ამ ტესტის შეკითხვებს. პასუხის თითოეულ ვარიანტს შესაბამისი ქულა აქვს. შეკრიბეთ ისინი და მიღებული ქულები თქვენს მდგომარეობას გამოხატავს.
1. რამდენად ხშირად მიირთმევთ ხილსა და ბოსტნეულს
ყოველდღიურად – 0
კვირაში 2-3ჯერ – 1
ძალიან იშვიათად – 3
2. რამდენი საათი გძინავთ ღამით?
6 საათზე ნაკლები – 3
6-8 საათი – 1
8 საათზე მეტი – 0
3. რამდენად ხშირად ხართ სპორტით დაკავებული?
კვირაში 3-4ჯერ – 0
კვირაში 2ჯერ – 1
უფრო იშვიათად – 3
4. გაწუხებთ თუ არა ქრონიკული დაავადებები?
დიახ – 2
არა – 0
5. იღებთ თუ არა რეგულარულად რომელიმე წამალს?
დიახ – 2
არა – 0
6. ეწევით?
დიახ – 2
არა – 0
7. წელიწადში რამდენჯერ ცივდებით?
6ჯერ და მეტჯერ – 3
3დან 6მდე – 1
3ზე ნაკლები – 0
8. ხშირად ხართ თუ არა სტრესის მდგომარეობაში ან გრძნობთ ემოციურ დაძაბულობას?
დიახ, ხშირად ვნერვიულობ – 3
მაქვს სტრესული სიტუაციები, თუმცა ვცდილობ შემდეგ მოვდუნდე – 1
არა, მე თითქმის ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ვარ – 0
ტესტის შედეგები
0-7 ქულა
თქვენი იმუნური სისტემა საკმაოდ ძლიერია. გაციება და სხვა ინფექციური დაავადებები ნაკლებად გემუქრებათ, თუმცა მაინც უნდა იზრუნოთ ამ მდგომარეობის შენარჩუნებაზე. უნდა სვათ ბევრი სითხე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვირუსები თავს წამოყოფს, რადგან ისინი სწრაფად აღწევენ ორგანიზმში მშრალი ლორწოვანი გარსების გავლით. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა დალიოთ დღეში 1,5-2 ლ წყალი.
ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, უმჯობესია დაკავდეთ სპორტით. სწორად იკვებეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს რაციონში ყოველთვის იყოს სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული.
8-16 ქულა
თქვენი იმუნიტეტი ცოტათი დაქვეითებულია და მის გაძლიერებაში დაგეხმარებათ:
კონტრასტული შხაპი. მისი მიღება რეკომენდებულია დილაობით. გადავლება დაასრულეთ ცივი წყლით.
თუთიის დამატებითი პორცია. თუთია ააქტიურებს იმუნურ რეაქციებს, მას ძირითადად შეიცავს რძის პროდუქტები, კვერცხი, საქონლის ხორცი. შეგიძლიათ მზა ვიტამინის მიღებაც.
დასვენება და სიმშვიდე. ეცადეთ იძინოთ მინიმუმ 8 საათი, დღის მანძილზე სვით გვირილას ჩაი, შეამცირეთ ყავის რაოდენობა ერთ ჭიქამდე.
სპორტი. ძალიან სასარგებლოა ფიზიკური ვარჯიშები სუფთა ჰაერზე. ასევე ცურვა და ფიტნესი.
17-21 ქულა
თქვენი იმუნიტეტი ძლიერ შესუსტებულია. საჭიროა მისი დაბრუნება. ამაში დაგეხმარებათ:
პრობიოტიკების შემცველი პროდუქტები. ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა შეუძლიათ პრობიოტიკებს. მათ შეიცავს ბიოკეფირი, იოგურტი, კომბოსტოს მწნილი…
სამკურნალო მცენარეები. ასკილი, ჟენშენი, კრაზანა, კუნელი ხელს უწყობს იმუნური უჯრედების გამრავლებას. მიიღეთ მათი ნაყენები დღეში 2 ჭიქა მაინც.
ვიტამინებით მდიდარი საკვები. იმუნურ უჯრედებს ცილები სჭირდებათ, ასევე A, C, E და B ჯგუფის ვიტამინები. სრულყოფილ ცილებს შეიცავს ხორცი, თევზი, პარკოსნები. ვიტამინ A-ს ღვიძლი, კვერცხი, კარაქი. B ჯგუფის ვიტამინები კი ბევრია მარცვლოვან პროდუქტებში, E ვიტამინით მდიდარია თხილეული, კაკალი, მზესუმზირა და ა. შ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!