ზოგს უყვარს სიმღერა, სხვები მთელი დღე მუსიკას უსმენენ. ასეთი ადამიანებისთვის ხელოვნება ცხოვრების საჩუქარია, ხოლო ადამიანთა სხვა კატეგორიისთვის ხელოვნების სხვადასხვა დარგი საერთოდ უსარგებლო და არასაჭირო მოცემულობაა. შეავსეთ მოცემული კითხვები და გაიგებთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით.
- არსებობს თუ არა განსხვავება სიტყვებში – ტონი და ნიუანსი?
- შეგიძლიათ იცხოვროთ არამყუდრო, მოსაწყენ ბინაში და ეს არ გაწუხებდეთ?
- გიყვართ ხატვა?
- როგორ იცვამთ, მოდის მიხედვით თუ საკუთარი გემოვნებით?
- რაიმეს გეუბნებათ შემდეგი სახელები: მანე, ვან დეიკი, ხოსე რიბერა, ფალკონე.
- ძალიან ცუდი კალიგრაფია გაქვთ?
- ცდილობთ თუ არა ერთი ფერის გამაში ჩაიცვათ ტანსაცმელი?
- გიყვართ მუზუმებში სიარული?
- შეგიძლიათ გაჩერდეთ გზაზე, რათა მზის ჩასვლით დატკბეთ?
- გიყვართ გეომეტრიული ფიგურების ხაზვა?
- ხშირად ნახულობთ სამხატვრო სალონებს?
- გიყვართ ქუჩაში დიდხანს ხეტიალი?
- მარტოობა თუ გიყვართ?
- აბსურდად ხომ არ მოგეჩვენებათ, როცა ვინმე ლექსის წარმოთქმას დაიწყებს?
- მუსიკას მხოლოდ გასართობად უსმენთ?
- დიდხანს გამახსოვრდებათ ლამაზი პერზაჟები?
- ზღვის კენჭები ძალიან ლამაზად გეჩვენებათ?
- გიყვართ ახალი ნაცნობები და შეხვედრები?
- მოგწონთ ლექსების ხმამაღლა წაკითხვა?
- გქონიათ სურვილი საკუთარი ოთახის კედლები მოგეხატათ?
- ხშირად იცვლით ვარცხნილობას?
- ხშირად ანაცვლებთ ავეჯს სახლში?
- გიცდიათ ოდესმე სიმღერის შეთზვა?
- წერთ ლექსებს?
თუ ,,დიახ” პასუხი გაქვთ შეკითხვებზე 1, 3, 4, 5, 7, 8, 9, 11, 12, 13, 16, 17, 19, 20, 21, 22, 23, 24, ჩათვალეთ თითო პასუხი თითო ქულად. ხოლო შეკითხვებზე 2, 6, 10, 14, 15, 18 თითო ქულით დათვალეთ პასუხი ,,არა”.
16 ქულაზე მეტი. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ გაქვთ სილამაზის შეგრძნება, რომელიც დამახასიათებელია არტისტული ბუნებისთვის.
8-16 ქულა. ზოგჯერ თქვენ ღრუბლებში დაფრინავთ, მაგრამ მაინც რაციონალური ხართ. ერთი სიტყვით, სასიამოვნოს ყოველთვის სასარგებლოს უთავსებთ.
4 ქულაზე ნაკლები. ისეთ ადამიანს, როგორიც თქვენ ხართ, ვერანაირად შეაჩერებს მზის ამოსვლის ან ჩასვლის სილამაზე.