ჯვარი – რწმენის მაჩვენებელი ნიშანია. ამ სტატიაში თქვენ წაიკითხავთ, თუ რატომ არ შეიძლება ატაროთ ჯვარი, რომელიც სხვისია, ან დაიკიდოთ ტანსაცმლის ზემოდან.
ჯვარი, ეკლესიის აზრით, ქრისტიან ადამიანს ყოველთვის უნდა ეკეთოს, მაგრამ არსებობს წესები და აკრძალვები. ზოგ-ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ცრურწმენაა და მეტი არაფერი. მაგალითად: ჯვრების თვითგამუქება და კიდევ ბევრი სხვა. ამის გარდა კიდევ ბევრი კითხვაა ჯვრის ტარებასთან დაკავშირებით, რომლებზეც პასუხიც ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს.
1 – უმჯობესია ჯვარი ჯაჭვით არ ატაროთ
ამასთან დაკავშირებით არანაირი აკრძალვა არ არსებობს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჯაჭვით ჯვრის ტარება ძალიან მოუხერხებელია და ამავდროულად დიდია შანსი, რომ ყელიდან მოგძვრეთ და დაკარგოთ, რაც დაუშვებელია და ამასთანავე პრობლემატური.
2 – დაუშვებელია ჯვრის ტარება ტანსაცმლის ზემოდან
ეს აკრძალვა რეალურია, ცრურწმენაში არ აგერიოთ. ადამიანი ჯაჭვს ატარებს, როგორც რწმენის სიმბოლოდ. ეს კი უნდა იყოს დამალული და არა დასანახი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს საჩვენებელი, ჯვარი უბრალო აქსესუარს არ წარმოადგენს. მთელი მადლი და კურთხევა, რომელსაც მოძღვარი ჯვრის კურთხევისას გადმოსცემს, მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე უნდა იყოს ფოკუსირებული.
3 – აკრძალულია ჯვრის ჩუქება
რაღა თქმა უნდა შეიძლება, რომ სხვა ადამიანმა გაჩუქოთ ჯვარი, ან პირიქით. თუნდაც ნათლობისას ან სხვა დღესასწაულზე. მაგრამ ეს დაუშვებელია თუ ჯვარი, რომელსაც ატარებთ თქვენ სახელზეა ნაკურთხი, ამ შემთხვევაში ის თქვენი საკუთრებაა და მისი სხვის მფლობელობაში გადასვლა დიდი მკრეხელობაა.
4 – ნაპოვნი ჯვრის აღება დაშვებულია
ის მოსაზრება, რომ ნაპოვნი ჯვრის ტარება არ შეიძლება, სრული ცრურწმენაა და ეკლესიის ქადაგებას არ შეესაბამება. არსებობს ხალხი, რომელიც თვლის, რომ სხვისი ჯვრის ტარებით იტვირთავს ყოფილი მფლობელის პრობლემებსა და ცოდვებს, ეს ფაქტიც თავისთავად ცრურწმენაა. ნაპოვნი ჯვარიც (ისევე როგორც ნაკურთხი) დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. თუმცა, აუცილებელია მისი ეკლესიაში მიტანა და თქვენ სახელზე კურთხევა.
5 – შესაძლებელია სხვისი ჯვრის ტარება (დროებით და მუდმივ)
არსებობს ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც იმ ადამიანის ენერგეტიკა გადმოდის თქვენზე, რომელიც ჯვრის მფლობელი იყო. ეს სრული აბსურდია. ასევე მიაჩნიათ, რომ ჯვრის ჩუქება იგივეა რაც საკუთარი ბედის განაწილება და ა.შ. ასეთ ცრურწმენებს არაფერი საერთო არ აქვთ ქრისტიანულ რწმენასთან.
6 – არ შეიძლება ჯვრის ტარება, რომელზეც ჯვარცმული იესოა გამოსახული
კიდევ ერთი ცრურწმენა, რომელიც ყურადსაღები არ არის. ქრისტიანების რაღაც ნაწილი ფიქრობს, რომ ჯვარცმისეული ჯვრის ტარება მფლობელს რთულ ცხოვრებას ჰპირდება. ეს არ არის მართებული. ჯვარცმა – ეს არის სიმბოლო ქრისტეს თავგანწირვისა ჩვენი ცოდვების გამო, მას არანაირი საერთო არ აქვს განსაცდელთან და მძიმე ჯვრის ტარებასთან. თუმცა, არ შეიძლება ასეთი ჯვრის ტარება უკუღმა (ჯვარცმა უნდა იყოს პირით გარეთ და არა მობრუნებული თქვენსკენ).
7 – არ შეიძლება ჯვრის ტარება, რომელიც არ არის ნაკურთხი
რა თქმა უნდა უკეთესია, რომ ჯვარი ნაკურთხი იყოს, მაგრამ როგორც ასეთი, ქრისტიანულ ეკლესიას არ დაუწესებია აკრძალვა უკურთხებელი ჯვრის ტარებაზე. ნათქვამია, რომ ბოროტს ეშინია ყველაფრის, რასაც გადაჯვარედინებული ფორმა აქვს (თუნდაც ეს ორი ჯოხი იყოს).
ამ რჩევების გათვალისწინება აუცილებელია ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის. თხოვნა იქნება, რომ გაუზიაროთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.