მთავარი ტესტები ეს მოკლე ტესტი გაჩვენებთ თქვენს გულწრფელ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს

ეს მოკლე ტესტი გაჩვენებთ თქვენს გულწრფელ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს

by Keti

ჩვენ ვიპოვეთ საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც მხოლოდ ერთი კითხვისგან შედგება. შესაძლოა ამ ტესტის გაკეთების შემდეგ საკუთარ თავზე რაღაც ახალი გაიგოთ.

მაშ ასე, ტესტის გასაკეთებლად თქვენ დაგჭირდებათ, რომ ერთდროულად 5 მოქმედება შეასრულოთ:

  1. დააწყნაროთ მტირალი ბავშვი.
  2. ჩამოხსნათ აივნიდან მშრალი თეთრეული (ვინაიდან წვიმა იწყება).
  3. სამზარეულოში დაკეტოთ ონკანი (წყალი ცოტა ხანში ნიჟარის ნაპირებიდან დაიწყებს გადმოსვლას).
  4. გააღოთ სახლის კარი, რომელზეც ვიღაც აკაკუნებს.
  5. აიღოთ ტელეფონი, რომელზეც ვიღაც რეკავს.

რა თანმიმდევრობით გააკეთებდით ამ ყველაფერს?

პასუხები:

  1. თუ პირველად ბავშვს დაამშვიდებთ, ესე იგი, თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არის ოჯახი.
  2. თუ ჯერ თეთრეულის ჩამოსახსნელად გაიქცეოდით – ესე იგი, ძალიან აფასებთ ინტიმურ ურთიერთობებს.
  3. პირველად ონკანის გამორთვა გულისხმობს ფულისადმი დამოკიდებულებას.
  4. კარის გაღება კი მეტყველებს მეგობრებთან ურთიერთობაზე.
  5. ტელეფონის ზარზე პასუხი კი – კარიერასა და სამსახურს გულისხმობს.

თქვენი შედეგები როგორი იყო? რომელ მოქმედებად გააკეთებდით პირველად? გაგვიზიარეთ კომენტარებში!