პრაგმატიკოსი – ეს არის ადამიანი, რომელიც თავის საქციელებს მიმართავს პრაქტიკულად სასარგებლო შედეგების მისაღებად. რამდენად პრაგმატული ადამიანი ხართ თქვენ, ამას გაიგებთ, თუკი შემდეგ შეკითხვებს უპასუხებთ:
1. რომელი მეთოდია თქვენთვის ოპტიმალური რაიმეს ასათვისებლად?
ა. უბრალოდ უნდა დაიწყოთ – 3 ქულა
ბ. გაიაროთ კურსი – 2 ქულა
გ. სწავლობთ სხვის მაგალითზე – 1 ქულა
2. თქვენ იყიდეთ ახალი თარო, აწყობის ინსტრუქციაში დაშვებულია შეცდომა. რას იზამთ?
ა. წახვალთ მაღაზიაში და შეისწავლით უკვე აწყობილ ნაკეთობას – 2 ქულა
ბ. ააწყობთ ისე, როგორც გნებავთ – 1 ქულა
გ. ჩააბარებთ უკან – 3 ქულა.
3. თქვენ გაჩუქეს ახალი თამაში, სადაც უნდა ჩართოთ ინტელექტი. რამდენ ხანს დაკავდებით მისით?
ა. მაშინვე სარდაფში შეინახავთ – 1 ქულა
ბ. სწრაფად დაკარგავთ ინტერესს – 2 ქულა
გ. ითამაშებთ სრულ ათვისებამდე – 3 ქულა.
4. იმყოფებით საზღვარგარეთ და არ იცით ენა. როგორ გაარკვევთ, როდის მოვა ავტობუსი?
ა. შეისწავლით ახლომახლო მდებარე ავტობუსის გაჩერებებს – 3 ქულა.
ბ. შეეცდებით ჟესტებით აუხსნათ კითხვა – 1 ქულა.
გ. გამოიყენებთ ლექსიკონს და ისე დაეკონტაქტებით გამვლელებს – 2 ქულა.
5. დაინახეთ, რომ სახლში რაღაც აალდა. როგორ მოიქცევით?
ა. შეეცდებით დამოუკიდებლად ჩააქროთ ცეცხლი – 1 ქულა.
ბ. მიმართავთ დახმარებას – 3 ქულა.
გ. გამოიძახებთ სახანძროს – 2 ქულა.
6. დროა შეცვალოთ სამზარეულოს განლაგება. რა კრიტერიუმებით ისარგებლებთ?
ა. კარგი დიზაინი – 2 ქულა
ბ. ფასი და ხარისხი – 1 ქულა
გ. მოხერხებულობა – 3 ქულა.
დავაჯამოთ ქულები:
6-9 ქულა
თქვენ პრაქტიკოსი ხართ და ყოველთვის იწყებთ საქმეს სიამოვნებით, რაც არ უნდა რთული იყოს ის. სწრაფად იაზრებთ, თუ რა საიდან უნდა დაიწყოთ და იწყებთ მოქმედებას.
10-14
თქვენ მიეჩვიეთ მხოლოდ საკუთარი და ჯანსაღი აზრის მოსმენას, თუმცა არცთუ ისე იშვიათად იბნევით შესაძლებლობათა მრავალფეროვნებაში ნაცვლად იმისა, რომ საქმეს სერიოზულად და ფხიზლად მიუდგეთ.
15-18
თქვენ ძალიან მომთმენი ხართ და ფლობთ მდიდარ ფანტაზიას, როცა ეძებთ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის გზას. თუმცა ზოგჯერ ზომიერების გრძნობა გღალატობთ: საჭირო არ არის ყველაფრის გართულება.
გაუზიარეთ პრაგმატულობის ტესტი თქვენს მეგობრებსაც!