მთავარი ტესტები ტესტი: რამდენად ზარმაცი ადამიანი ხართ?

ტესტი: რამდენად ზარმაცი ადამიანი ხართ?

by Keti

წარმატების მისაღწევად აუცილებელი პირობაა ბუნებით მოცემული პასიურობის დაძლევა. რამდენად ემეგობრებით სიზარმაცეს? ამის გასაგებად უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

1.დილით გაღვიძებისას მაშინვე დგებით თუ ლოგინში ნებივრობას აგრძელებთ?

ა. როგორც წესი, ვდგები სწრაფად.

ბ. ძალიან მიყვარს ნებივრობა.

გ. შემიძლია ვინებივრო თუ დრო მაქვს.

2. თუ უფროსი დავალებისთვის გარკვეულ ვადას გაძლევს, როგორ დახარჯავ ამ დროს?

ა. ვმუშაობ გეგმის მიხედვით.

ბ. ვცდილობ გავაკეთო ვადამდე დარჩენილი დროის დასვენების გამოყენების მიზნით.

გ. მრცხვენია თქმა, მაგრამ უფრო მეტ დროს სხვა საქმეებს ვუთმობ, შემდეგ კი ღამეები ვმუშაობ.

3. აგვიანებთ თუ არა სამსახურში?

ა. ხშირად არა, თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება.

ბ. ასეთი რამ არ მომხდარა.

გ. ხანდახან.

4. ხვალისთვის გადადებთ იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია:

ა. მუდმივად.

ბ. ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო.

გ. ზოგჯერ.

5. ხშირად მიმართავთ კოლეგებს თხოვნით, რომ შენი სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარონ?

ა. არა, ეს ჩემს წესებში არ შედის.

ბ. იშვიათად, თუ რაიმე გაუგებრობაა.

გ. რატომაც არ უნდა ვთხოვო?! ისინი ხომ უარს არ მეტყვიან!

6. არსებობს მომენტები, როცა უარს ამბობთ შენს გეგმებზე სიზარმაცის გამო?

ა. იშვიათად, თუკი ძალიან ვიღლები.

ბ. ნაწილობრივ.

გ. არა, თუ გადავწყვიტე, ვაკეთებ კიდეც.

7. იცავთ დღის რეჟიმს (კვების, ძილის…)?

ა. ეს არ მჭირდება.

ბ. არ ვგეგმავ, თუმცა გარკვეული წესები მაქვს.

გ. დიახ, ამით უკეთ ვმობილიზდები.

8. ტოვებთ თუ არა ნიჟარაში ჭუჭყიან ჭურჭელს მთელი ღამით?

ა. არასოდეს.

ბ. იშვიათად.

გ. თითქმის ყოველთვის.

9. მიეკუთვნებით ისეთ ადამინებს, რომლებსაც აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია უკავიათ? თუ მათ, ვინც დინებას მიჰყვება?

ა. დინების მიხედვით ცურვა არც ისე ცუდია.

ბ. ზოგჯერ ვაკორექტირებ ჩემს თავს.

გ. ვცდილობ თავად მივიღო მონაწილეობა საკუთარი ცხოვრების შექმნაში.

10. ხშირად ალაგებთ ბინას სველი წესით?

ა. კვირაში ორჯერ ან უფრო ხშირად.

ბ. კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად.

გ. ვცდილობ ხშირად, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო არ გამოდის.

ახლა დათვალე ქულები შემდეგი ტაბულის გამოყენებით

შედეგები:

10-16 ქულა

გილოცავთ, თქვენ ხართ საქმიანი, თუმცა არ უნდა დაივიწყოთ დასვენების შესახებაც, რადგან ყველაფერს მაინც ვერ მოერევით.

17-23 ქულა

საკმაოდ წარმატებულად უმკლავდებით სიზარმაცეს, რომელიც ყველას ახასიათებს. ეცადეთ დაისვენოთ მაქსიმალურად აქტიურად, მაგალითად ბუნებაში. არ გადადოთ საინტერესო ადგილების მონახულება.

24-30 ქულა

თუ ამხელა ტესტი შეავსეთ, ესე იგი, არც ისე ცუდად არის საქმე. შესაძლოა მგრძნობიარე ნატურის ადამიანი ხართ, აფასებთ თავისუფლებას და ცხოვრებისეულ კომფორტს. თუ მდიდარი ხართ, შეგიძლიათ თავს პასიური ცხოვრების უფლება მისცე, მაგრამ თუ გიწევთ არსებობისთვის ზრუნვა, ეცადეთ დაამარცხოთ სიზარმაცე. თავიდან დღის გეგმის შემუშავებაც საკმარისი იქნება.

გაუზიარეთ ტესტი თქვენს მეგობრებსაც!