2020 წლის ნოემბრის ახალი მთვარე ჩვენს ცხოვრებაში გარკვეულ ცვლილებებს მოიტანს. თუმცა ეს განსაკუთრებით შეეხება ზოდიაქოს 3 ნიშანს. შემოდგომის მიწურული მშვენიერი დროა სიახლეებისთვის, ვინაიდან მას დეკემბერი მოსდევს, შემდეგ კი ახალი წელიც დგება. დროა გეგმები სისრულეში მოვიყვანოთ. ეს ფაზა დროს მოგცემთ, რომ ფრთხილად იმუშაოთ ცვლილებებისთვის.
გთავაზობთ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელზეც ნოემბრის ახალი მთვარე განსაკუთრებულად იმოქმედებს:
1. ტყუპები
მაისსა და ივნისს შორის დაბადებული ნიშანი ახალი მთვარის წყალობით შემოდგომითაც დიდი ენერგიით აივსება. დროა შინაგანი თავი შეისწავლო, ძვირფასო ტყუპებო, კონცენტრირდი პირად სივრცეზე. ახლა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახლი და ოჯახი. შესაძლოა არამყარი პერიოდები გქონდა, თუმცა ეს იდეალური დროა რაღაც ახლის დასაწყებად.
შეგიძლია გადახედო ძველ ჩვევებს, გადააფასო ისინი და შეცვალო. ეს რთულია, მაგრამ სამაგიეროდ ახალი ენერგია ხელახლა გამოგაცოცხლებს. გადაყარე ყველაფერი, რაც ზრდაში არ გეხმარება. შემდეგ ავტომატურად გაჩნდება სივრცე დამხმარე მოვლენებისთვის. მომავალი შენს ხელშია!
2. სასწორი
სასწორი შემოდგომის ნიშანია. ის სოციალური და საკუთარ თავზე შეყვარებული გახლავთ. უყვარს მარტო ყოფნა და საკუთარ თავზე დაკვირვება. ნოემბრის ახალი მთვარის პერიოდი მშვენიერი დროა ძველი ჭრილობებისგან გასათავისუფლებლად.
შესაძლოა დაკავებული იყო, ძვირფასო სასწორო, მაგრამ ნუ დაივიწყებ საკუთარ თავს. ნუ დააიგნორებ შენს საჭიროებებს. თუ ეს ვინმეს გააბრაზებს, არაუშავს, მთავარია შენ იყო კარგად. ბოლოს და ბოლოს, თვითმფრინავშიც კი გვეუბნებიან, რომ ჯერ თავად უნდა გავიკეთოთ ჟანგბადის ნიღაბი, სანამ სხვას დავეხმარებით.
3. მერწყული
ზამთრის ნიშანს ალბათ გაუჭირდება ნოემბრის თვეში მთვარის მიერ შემოთავაზებული სიახლეების მიღება. თუმცა, ძვირფასო მერწყულო, დროა გამოაცოცხლო და გადააფასო საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი ურთიერთობა, ხალხთან სიახლოვე და დისტანცია. არ დააიგნორო გაჩენილი შანსები და მაგრად მოეჭიდე მათ.
გქონდეს გულწრფელი საუბრები ადამიანებთან, რომლებიც გიყვარს, აუხსენი მათ, რა ხდება შენს თავს. ემოციების დამალვა კარგი აზრი არ არის, თან ეს უფრო დაგაახლოვებს სხვებთან. ისინი მხარს დაგიჭერენ და იმასაც კი გაიგებენ, თუკი ურთიერთობაში გარკვეული საზღვრების დაწესება გსურს. შესაძლოა ბოლო რამდენიმე თვე თავს მარტოსულად გრძნობდი, მაგრამ ახლა რეოგანიზაციის პერიოდი დგება. დააფასე ისინი, ვინც გვერდში გიდგას და უარი თქვი მათზე, ვისთანაც მძიმე ურთიერთობა გაქვს!
თქვენ ხომ არ ხართ ზოდიაქოს ამ სამი ნიშნიდან რომელიმე? როგორი მოლოდინი გაქვთ ნოემბრის ახალი მთვარის მიერ განსახორციელებელი ცვლილებების მიმართ? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში!