ჩვენი ჩვევები დიდწილად ჩვენივე ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თავისებურებებითაა ნაკარნახევი. ამიტომ ჟესტებს შეუძლიათ ბევრი რამ გვითხრან ადამიანის განწყობაზე. ის ჟესტები, რომლებიც სისტემატურად მეორდება, ხასიათის უფრო ღრმა თვისებებსაც ამჟღავნებს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, როგორი ადამიანია თქვენ წინ, თუკი დააკვირდებით, როგორ უჭირავს მას ჭიქა.
გაიგეთ უფრო მეტი თქვენ შესახებ და სინჯეთ შემდეგი დავალების შესრულება.
1. ჭიქა გიჭირავთ ყურით და ნეკა თითი გაშვერილი გაქვთ.
2. ჭიქას ორივე ხელს ჰკიდებთ.
3. გიჭირავთ ყურით და მუშტი გაქვთ შეკრული.
4. გიჭირავთ ქვედა ნაწილით, ფუძესთან ახლოს.
5. ერთი ხელით გიჭირავთ, მეორეთი ეხმარებით.
6. გიჭირავთ თითებით ჭიქის ზედა ნაწილი.
აირჩიეთ? პასუხები ნახეთ ქვემოთ:
ვარიანტი 1
თქვენ ბუნებით ლიდერი ხართ: თქვენს თავსა და ძალებში დარწმუნებული. იცით რა გსურთ ცხოვრებისგან. გადაწყვეტილებებს იღებთ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც და ეფექტურად მართავთ ადამიანებს. საერთო ენას ნებისმიერ ადამიანთან ამყარებთ.
თქვენი მთავარი ნაკლი არის პატივმოყვარეობა და გადაჭარბებული თვითრწმენა.
ვარიანტი 2
თქვენ შესანიშნავი გუნდური მოთამაშე ხართ, არაჩვეულებრივი სმსმენელი, ემპათიური და თანამგრძნობი. საკმაოდ იოლად ამყარებთ კონტაქტს კოლექტივთან და დიდი ძალისხმევის გარეშე ეგუებით ცვლილებებს. გაქვთ კარგი იუმორი
თქვენი პრობლემა არის შემდეგი: პიროვნული ლიდერობა არ გახასიათებთ და ხშირად კოლექტივის ენერგეტიკით იკვებებით.
ვარიანტი 3
თქვენ ხართ სიწყნარისა და სიბრძნის ნამდვილი განსახიერება. გაქვთ ცივი გონება, ამიტომ თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა რთულია. ვერ იტანთ უსამართლობას და სულ იცავთ სუსტს და დაუმსახურებლად შეურაცხყოფილ ადამიანს. შინაგანად ძალიან ემოციური ხართ
ეს სიცივე განაპირობებს თქვენს გაუცხოებას. თქვენი უემოციო სახე ადამიანებს განიზიდავს და აფრთხობს.
ვარიანტი 4
საკმაოდ ფრთხილი და დაფიქრებული ადამიანი ხართ. კარგად ფიქრობთ, სანამ რაიმეს იტყვით ან გააკეთებთ. რთულ სიტუაციებში ლოგიკით ხელმძღვანელობთ, სასიყვარულო საქმეებშიც კი მხოლოდ გონებას უსმენთ.
თქვენი სისუსტე მდგომარეობს იმაში, რომ შეცდომის დაშვების შიშით, ხშირად სიფრთხილე არაჯანსაღ შფოთვაში გადაიზრდება ხოლმე, ეს კი ობიექტურ აზროვნებაში გიშლით ხელს.
ვარიანტი 5
ძალიან მოწყვლადი და ემოციური ხართ, სხვების კარგად გესმით და ვერ იტანთ თქვენ მიმართ ზედაპირულ დამოკიდებულებას. ძალიან საჭიროებთ მზრუნველობას და სინაზეს, არ გიყვართ სხვებზე პასუხისმგებლობის აღება.
მინუსი ის არის, რომ თქვენი ასეთი მგრძნობიარობა ზოგჯერ ინფანტილურ ადამიანად გაქცევთ. დამოუკიდებლად განვითარების გზაზე ეს თვისება ხელს შეგიშლით.
ვარიანტი 6
მაქსიმალური კომფორტის მოყვარული ხართ, არ დარდობთ ზედმეტად და ყოველთვის ენერგიის შენარჩუნების რეჟიმში ხართ. თქვენი სიწყნარე ცხოვრების სტილია, თუმცა უარს არ ამბობთ მხიარულ თავგადასავლებზეც. საკმაოდ ენერგიული ბრძანდებით და დამოუკიდებელი ადამიანის ნამდვილი მაგალითი ხართ.
ერთადერთი საფრთხე, რაც გემუქრებათ, მდგომარეობს იმაში, რომ წინასწარ არაფერს არ ფიქრობთ. რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში უმჯობესია ყველანაირი სვლა წინასწარ გათვალოთ და არ ელოდოთ ბედის შემოთავაზებებს.
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!