შემოდგომა კვლავ აქტიური სეზონია, რომელიც მორიელების სეზონად ითვლება. რაც გინდათ ის თქვით ამ ნიშანზე, თქვით, რომ არიან ცეცხლოვანი ბუნების, კონკურენტუნარიანები ან ცვალებადი ხასიათის ადამიანები. მაგრამ ისინი, როგორც წესი, არაჩვეულებრივი მეგობრები და პარტნიორებიც გახლავთ.
ჩვენ დღეს მოგიყვებით მათ 5 საუკეთესო თვისებებზე, რომელთა წაკითხვის შემდეგაც მორიელი მეგობრის ძებნას დაიწყებთ (თუკი უკვე არ გყავთ).
ისინი საოცრად ერთგულები არიან და სხვებისგანაც იმავეს ითხოვენ
მორიელი არ ღალატობს ნდობას, როცა ისინი ადამიანებს უშვებენ თავიანთ ცხოვრებაში, ბოლომდე უფრთხილდებიან მათ. ასე რომ, დააფასეთ ისინი, თორემ რასაც გასცემთ, იმას მიიღებთ. მორიელი შესაძლოა საუკეთესო მეგობრიდან ყველაზე სასტიკ მტრად გადაიქცეს.
სტაბილიზატორები არიან
ზოდიაქოს ნიშნებს შორის მორიელი ყველაზე ცვალებადი, წამყვანი და სტაბილური ნიშანია. მათ ადვილად ეცვლებათ ხასიათი, მაგრამ არა დამოკიდებულება. სტაბილიზატორ ნიშნებად ცნობილნი არიან: კურო, ლომი, მორიელი და მერწყული.
მორიელის ნდობა ყოველთვის შეიძლება, გადაუდებელ სიტუაციებშიც კი. შეგიძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებიც კი ანდოთ, ისინი იმედს არ გაგიცრუებენ.
შეუძლიათ თქვენი წაკითხვა
სჯობს მათი ინტუიცია და დაკვირვების უნარი სათანადოდ შეაფასოთ. მათ მეექვსე გრძნობა იდეალურად აქვთ განვითარებული და ვერაფერს გამოაპარებთ. ამიტომ მათთან თამაში არ ღირს, იყავით იმ განწყობაზე, როგორზეც ხართ, ნუ დამალავთ ემოციებს, რადგან აზრი არ აქვს. მორიელის მზრუნველი ხასიათი მაინც არ მოგცემთ მოსვენებას.
არ ეშინიათ თქვენი ყველაზე ღრმა ემოციების კვლევა
ნუ შეგრცხვებათ მათთან საუბრის, შესაძლოა ის საკითხები, რომლებთან მიმართებითაც თავს არაკომფორტულად გრძნობთ, მორიელისთვის ჩვეულებრივი რამ იყოს. მათი ინტიმურობა და ემპათიის უნარი ერთიორად გაზრდის თქვენ შორის კავშირს.
მათი თავდადება შთამაგონებელია
შესაძლოა მორიელი ერთი შეხედვით თავშეკავებული იყოს, მაგრამ მათთან საუბრის შემდეგ მალევე მიხვდებით, რომ ამ ნიშანში ნამდვილი ცეცხლი ელავს. ისინი თავდადებულები და ვნებიანები არიან, აქვთ ძლიერი ქარიზმა და ამ ყველაფრით ადამიანებს ქმედუნარიანებს ხდიან. ასე რომ, ენდეთ მათ!
თქვენ თუ გყავთ მორიელი მეგობრები? გაგვიზიარეთ კომენტარებში!