მთავარი ტესტები ამ მათემატიკური ამოცანების ამოხსნა მხოლოდ რჩეულ გონებას შეუძლია. სცადეთ თქვენც

ამ მათემატიკური ამოცანების ამოხსნა მხოლოდ რჩეულ გონებას შეუძლია. სცადეთ თქვენც

by Keti

სასკოლო დისციპლინებს შორის მათემატიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვადგება ცხოვრებაში.

დღეს ჩვენ გთავაზობთ საინტერესო მაგალითებს, რომელთა ამოხსნაც მხოლოდ ყურადღებიან მკითხველს შეუძლია.

მათემატიკა უფროსებისთვის

ამოცანის პირობა

შესაძლოა პირველი მაგალითი მარტივი მოგეჩვენოთ, თუმცა ბევრი ამაშიც უშვებს შეცდომას.

2. ახლა უფრო გართულებულ მაგალითს გთავაზობთ: დავუშვათ გაქვთ წყლის განუსაზღვრელი მარაგი და 2 სათლი (3 და 5 ლიტრიანი). როგორ გავზომოთ მათი საშუალებით 4 ლ წყალი თანაბრად?

3. ახლა გთავაზობთ ციფრებს, რომლებიც განლაგებულია შემდეგნაირად: 8, 2, 9, 0, 1, 5, 7, 3, 4, 6. რა კანონზომიერების მიხედვით არის განლაგებული ციფრები ამ რიგში? ამ შემთხვევაში მათემატიკის ცოდნა თითქმის არ გამოგადგებათ.

4. დაბოლოს, გთავაზობთ ამოცანას, რომელშიც უნდა დათვალოთ მეკობრეთა გემის ეკიპაჟი. ცნობილია, რომ ბორტზე იმყოფება რამდენიმე მეზღვაური, კატა, კოკი და ცალფეხა კაპიტანი. გაირკვა, რომ მთელ ეკიპაჟს აქვს 16 თავი და 43 ფეხი. რამდენი კატა და მეზღვაურია გემზე?

პასუხები:

1. თუ მიიღეთ 12, აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაზე პოპულარული პასუხია, თუმცა – არასწორი. სწორი პასუხია 30. მის მისაღებად სურათს ყურადღებით უნდა დახედოთ. ამისთვის გადაწერეთ მაგალითი ერთ ხაზზე: 1+1+1+1+11+1+1+1+11+1×0+1 = 30.

2. პირველად უნდა შეავსოთ 5 ლიტრიანი სათლი, მისგან კი გაავსოთ 3 ლიტრიანი სათლი. შემდეგ პატარა სათლი უნდა დაცალოთ, დიდ სათლში კი ზუსტად 2 ლიტრი წყალი დარჩება, რომელიც ცარიელ სამლიტრიანში უნდა გადაასხათ.

შემდეგ კვლავ უნდა შეავსოთ 5 ლიტრიანი სათლი წყლით და მისგან შეავსოთ დარჩენილი ერთი ლიტრი წყალი პატარა სათლში, რათა ის სრულად შეივსოს. ამ მანიპულაციების შედეგად, დიდ სათლში ზუსტად 4 ლ წყალი დარჩება.

3. ციფრები განლაგებულია რუსული ანბანის რიგით, მათი დასახელებების მიხედვით. რა თქმა უნდა, სხვა ენობრივ ვარიანტში ციფრების განლაგება სულ სხვანაირი იქნება

4. თუ გამოვრიცხავთ ცალფეხა კაპიტანს და კოკს, ხომალდის 14 მყოფს 40 ფეხი ექნება. თუ გემის 14ვე წევრი მეზღვაური იქნებოდა, ფეხები იქნებოდა 28 (14×2). ამიტომ სხვაობა, 40-28=12, ეს არის ყველა კატის ფეხების ნახევარი. ამდენად მათი რაოდენობა არის 12×2:4=6. მაშინ მეზღვაურთა რიცხვი გამოდის 14-6=8. თუ ფეხებს დავითვლით, ყველაფერი დაემთხვევა. მშვენიერი გონების სამუშაოა!

იმედი გვაქვს, რომ ამ ამოცანების ამოხსნა თქვენთვის საინტერესო იყო. მოგვწერეთ რამდენად გამოგივიდათ მათი ამოხსნა! გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!