ტვინის ასაკი შეფარდებითი ტერმინია. ისევე როგორც სულის ასაკი, ის შესაძლოა არ ემთხვეოდეს ბიოლოგიურს. ჩვენ დღეს გთავაზობთ, რომ გაიაროთ გასართობი ტესტი და გაიგოთ რამდენად გონებამახვილი და პროდუქტიული ხართ.
თქვენი ამოცანა არის, რომ დაინიშნოთ დრო და ეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად გასცეთ ტესტს სწორი პასუხი.
1. რა შეცდომაა ორივე ფოტოზე?
თუ ვერ მიაგენით შეცდომას, უბრალოდ გადააბრუნეთ ფოტო და დაინახავთ, რომ თვალები და ტუჩები გადაბრუნებულია. თუმცა ჩვენს ტვინს ამის გაგება სწრაფად არ შეუძლია, ვინაიდან მიეჩვია მათ ხედვას სწორედ ამ მდგომარეობაში.
2. რამდენი ნახვრეტია მაისურზე?
კითხვაში არ იყო მითითებული ის, თუ რომელი ხვრელები იგულისხმებოდა. ამიტომ სწორი პასუხია 8. მასში შედის ყელის, მკლავებისა და მაისურის ქვედა ჭრილი. ასევე ორმაგად გახეული ადგილები.
3. რას დაარქმევდით ამ ფოტოს?
თუ ხეზე შეამჩნიეთ ფრინველი, ესე იგი, ამოცანას თავი გაართვით. ხოლო თუ ვერ შეამჩნიეთ, კიდევ ერთხელ ყურადღებით დააკვირდით ფოტოს და იპოვით მას.
4. შეგიძლიათ შეცდომის პოვნა აქ?
შეცდომა არის ის, რომ სიტყვა ,,იპოვოთ” კითხვაში 2ჯერ მეორდება.
5. სად იმალება ბავშვი ამ ფოტოზე?
ხის კონტურებში ჩანს ჩვილი ბავშვის სახე, ხელები და ფეხები.
ტესტის შედეგები:
თუ სწორი პასუხის პოვნისთვის 20 წამზე ნაკლები დაგჭირდათ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი ტვინი კვლავ ახალგაზრდაა და შეუძლია ამოცანების სწრაფად ამოხსნა.
თუ დაგჭირდათ 20 წამზე მეტი ან ზოგი დავალება საერთოდ ვერ შეასრულეთ, ესე იგი, თქვენ გაქვთ მოწიფული ადამიანის ტვინი და რთულად ეგუებით ცვლილებებს.
თუ სწორად უპასუხეთ ყველა კითხვას და დაგჭირდათ 5 წამზე ნაკლები, ესე იგი, თქვენი ტვინი პატარა ბავშვის დონისაა, ეს კი შესანიშნავი შედეგია, რადგან უმცირესი დეტალების სწრაფად შემჩნევა შეგიძლიათ, ასევე იდეალურად ეგუებით ახალ პირობებს.