მთავარი საკითხავი რა მდგომარეობაშია სული, რომელიც აზარტითაა შეპყრობილი?

რა მდგომარეობაშია სული, რომელიც აზარტითაა შეპყრობილი?

by guramus

 

“რა მდგომარეობაშია სული, რომელიც აზარტითაა შეპყრობილი? ეშმაკეული!

თქვენ გინახიათ მორფინისტი, რომელსაც წამალი უნდა და წამალი არა აქვს რა დღეშია?

გინახავთ ლოთი რომელსაც დალევა უნდა ყველაფერზე თანახმაა, რომ ოღონდ ერთი ჭიქა დალიოს და ყველაფერს გააკეთებს, კაცურ ღირსებასაც გადაუვლის, ყველაფერს.

მე გამიგია, იმ ადამიანს ვიცნობ ვისაც საკუთარი შვილის ბოლო ექიმის ფული წამალში მიუცია. რატომ აკეთებს ამას? ეშმაკეულია, ეშმაკი მართავს მას. მან თავის თავის ბოლომდე მისცა მას, ისიც ჩასახლდა მასში და აქამდე მიჰყავს.

იგივე არის აზარტით შეპყრობილი ადამიანი. როდესაც ჩაატარეს გამოკითხვა, ყველაზე დიდი ვნება ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, შემდეგ აზარტი (კაზინო, ტოტალიზატორი, კარტის თამაში …), ალკოჰოლიზმი და ბოლოს ნარკომანია.

ეს არის საშინელება, მორფინისტობაზე უარესია. ადამიანი რომელიც ნარკომანია ის თავის თავს ვნებს, რა თქმა უნდა ოჯახსაც ეხება რაღაც ნაწილობრივ. მოთამაშე კაცი ოჯახს ანადგურებს, სპობს, მისთვის არაფერი აღარ არსებობს. რომ მოუნდეს კაზონიშო წასვლა და ცოლი წინ გადაუდგეს შესაზლოა სცემოს, ეს ნარკომანიაზე უარესია.”

დეკანოზი დავით ქვლივიძე

თხოვნა იქნება, რომ გაუზიაროთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.