მთავარი ტესტები ტესტი: ბეჭედი, რომელსაც თქვენ აირჩევთ, ზუსტად გეტყვით იმას, თუ რა იმალება თქვენს სულში

ტესტი: ბეჭედი, რომელსაც თქვენ აირჩევთ, ზუსტად გეტყვით იმას, თუ რა იმალება თქვენს სულში

by Keti

თანამედროვე ფსიქოლოგიაში არსებობს მთელი რიგი სავარჯიშოები წარმოსახვაზე. მათ ამოცანას წარმოადგენს ადამიანის შინაგანი სამყაროს კვლევა, ასევე მისი დამოკიდებულება თავის თავისა და გარემოს მიმართ.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ძალიან მარტივ, თუმცა შინაარსით დატვირთულ ტესტს წარმოსახვაზე. ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენ შესახებ უფრო მეტი გაიგოთ. მაგრამ გახსოვდეთ, სწორი და არასწორი პასუხები აქ არ არსებობს!

წარმოიდგინეთ…

წარმოიდგინეთ, რომ კოსმიურ სივრცეში მიდიხართ. ირგვლივ სიჩუმეა და არავინ არის. თქვენ მიდიხართ, მიდიხართ და უცებ დაინახეთ ბილიკი, რომელზეც ძველი ვარსკვლავებია თავმოყრილი. დაიწყეთ სვლა ამ ბილიკზე და დაინახეთ ლამაზი სკამი. დაბრძანდით მასზე დასასვენებლად.

გარშემო ვარსკვლავებია მიმოფანტული შემოდგომის ფოთლებივით. უცებ ფეხქვეშ რაღაც მაგარი იგრძენით. დაიხედეთ და ბეჭედი დაინახეთ. აიღეთ და ყურადღებით ათვალიერებთ.

როგორ გამოიყურება ეს ბეჭედი? რომელი ლითონისგან არის დამზადებული? რას ფიქრობთ მასზე? რამდენი წლისაა ეს ბეჭედი? დაიტოვებდით თუ არა მას თქვენთვის?

ახლა ეს ყველაფერი შეადარეთ ქვემოთ წარმოდგენილ ილუსტრაციებს. შესაძლოა მათ შორის თქვენ მიერ წარმოსახული იპოვოთ.

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

ტესტის შედეგები

შესაძლოა უკვე მიხვდით, რომ ბეჭედი ეს თავად თქვენ ხართ. გაეცანით ტესტის შედეგებს.

  1. თქვენთვის მნიშვნელოვანია შთაბეჭდილების მოხდენა გარშემომყოფებზე თქვენი სტატუსისა და გარეგანი ატრიბუტების დახმარებით. ამით ხაზს გაუსვამთ თქვენს მნიშვნელობას. ეს არჩევანი შესაძლოა აღნიშნავდეს ფულის მკვეთრ უკმარისობას.
  2. თქვენი ცხოვრებისეული ფასეულობების სკალაზე ზედა პოზიციები უკავია ოჯახურ ღირებულებებს. შესაძლოა საკუთარი ოჯახის შექმნის სურვილი გაგიჩნდათ ან უბრალოდ ბავშვობის ნოსტალგია მოგაწვათ. ოჯახური ტრადიციები თქვენთვის ბევრს ნიშნავს.
  3. თქვენ გსურთ რაიმე მსუბუქი და რომანტიკული. არჩევანი დიდია. ახალი ურთიერთობებით დაწყებული სიყვარულის ქალაქ – პარიზში მოგზაურობით დამთავრებული. ზოგჯერ რაიმე შესანიშნავის მოთხოვნილება შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ სიყვარულის შესახებ ფილმის ყურებით, ლამაზი და გემრიელი დესერტის ან შოკოლადის მირთმევით.
  4. ხის ბეჭდის არჩევა მოწმობს იმას, რომ თქვენ არ ხართ დამოკიდებული ნივთებზე, მათ შორის, არც ტანსაცმელზე. თქვენთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი და სამყაროსთან ჰარმონიული არსებობაა მნიშვნელოვანი.
  5. ამ მომენტში თქვენ თავს ცუდად ან გადაღლილად გრძნობთ. თუმცა ეს დროებითია და უკავშირდება კონკრეტულ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და მალე გადაივლის.
  6. თქვენ გიყვართ ისტორიული რომანები, გამოუცნობი ისტორიები ცნობილ დინასტიებზე და ცნობები ყველაფერი ძველის შესახებ. გაქვთ ფარული სურვილი, რომ მიეკუთვნებოდეთ ე. წ. სოციალურ მწვერვალს. ასევე გსურთ გამოიგონოთ ლამაზი ლეგენდა საკუთარი წარმოშობის შესახებ.
  7. თუ ეს მოდური, თუმცა არაძვირფასი ლითონის ბეჭედი შეარჩიეთ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია შეგვშურდეს თქვენი ახალგაზრდობისა და თანამედროვე აზროვნების. ასევე აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ბრძანდებით ამჟამად,

მაშ ასე, ალბათ უკვე წაიკითხეთ შვიდივე აღწერა. ახლა კი გაეცანით მათ მნიშვნელობას.

თქვენი პასუხები შესაძლოა ნიშნავდეს შემდეგს:

  • თქვენს დამოკიდებულებას საკუთარ თავთან. თუ გააკეთეთ არჩევანი იმის გამო, რომ ბეჭედი მოგეწონათ და არც აღწერამ გამოიწვია უარყოფა, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა.
  • თუ ბეჭედი, რომლის შესახებაც ფიქრობდით, მრავალი წლისაა, თქვენ საჭიროებთ დასვენებას ან ცხოვრების განახლებას.
  • თუ შეკითხვაზე – ,,დაიტოვებდით თუ არა ბეჭედს თქვენთვის?” დადებითი პასუხი გაქვთ, ესე იგი, კმაყოფილი ხართ იმით, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

შეგიძლიათ, რომ გაგვიზიაროთ თქვენი შედეგები კომენტარების სექციაში?