მთავარი საკითხავი სახლის ინტერიერის 5 დეტალი, რომელიც ბევრს მეტყველებს თქვენს პიროვნებაზე!

სახლის ინტერიერის 5 დეტალი, რომელიც ბევრს მეტყველებს თქვენს პიროვნებაზე!

by Keti

ბევრი ადამიანი სხვებს განსჯის გარეგნული მახასიათებლების, ჩაცმის ან სახლის დიზაინის გამო. მაგრამ შერლოკ ჰოლმსი ამ შემთხვევაში სხვანაირად მოიქცეოდა და ზემოჩამოთვლილ ნიუანსებს კვლევის საგნად აქცევდა. ადამიანთა ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ სახლი ირეკლავს მისი მფლობელის პიროვნულ დეტალებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ყოველთვის შესაძლებელია ადამიანის გაცნობა განსხვავებული მეთოდებით. დღეს ჩვენ ვეცდებით გავარკვიოთ, თუ როგორ ავლენს ინტერიერი იქ მცხოვრები ადამიანის ხასიათს და დამოკიდებულებებს.

1. მცენარეები

თქვენ მიერ არჩეულ სახლის მცენარეებს ბევრის თქმა შეუძლია თქვენზე. მაგალითად, ტროპიკული მცენარეების, როგორიცაა ალოე ვერა ან ლილიები, მოყვარულები ხშირად მშვიდები და მოქნილები არიან. ასევე ეს მცენარეებიც ხელს უწყობენ სტრესის შემცირებას. ხოლო წვნიანი მცენარეების მოყვარულები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. ორქიდეები იმ ადამიანებს უყვართ, ვისაც ურჩევნია დრო ნაცნობების ვიწრო წრეში გაატაროს.

2. სამზარეულო და აბაზანა

თქვენს სამზარეულოში არსებული ჭურჭლისა და საკვების რაოდენობა და ხარისხი გამოხატავს იმას, თუ რამდენად სტუმართმოყვარე ხართ. აგრეთვე ასახავს – მარტო გირჩევნიათ საკვების მირთმევა თუ ადამიანთა გარემოცვაში. სავსე მაცივრის ქონა დამახასიათებელია იმპულსური და მხიარული ადამიანებისთვის. ასევე ბევრი დეტალია შესამჩნევი აბაზანაშიც – სისუფთავე გირჩევნიათ თუ არეულობა.

3. საძინებელი

საწოლის ფერი განსაზღვრავს გარკვეულ თვისებებს. მაგალითად, ენერგიული ადამიანები წითელ ფერებს არჩევენ, ასევე ზოლებიან პრინტებს, რაც ტრადიციულად მიიჩნევა დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ. ენერგიული და მხიარულების მოყვარე ადამიანები პოლკას ლაქების მქონე საბნებს და ბალიშებს ანიჭებენ უპირატესობას. თავდაჯერებული სულის მქონეებს მოსწონთ ცხოველების პრინტით მორთული თეთრეული. მაგრამ გეომეტრიული ფიგურებით გაფერადებული საბანი და ბალიში იმაზე მეტყველებს, რომ ხშირად ნერვიულობთ.

4. ავეჯის განლაგება

როცა თქვენს სახლში სტუმრები მოდიან, ისინი ყურადღებას აქცევენ ავეჯისა და სავარძლების განლაგებას მისაღებ ოთახში. თუ ეს განაწილება სტუმრების კომუნიკაციას კომფორტულს ხდის, ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური ადამიანი ხართ და გიყვართ თავშეყრები.

5. წესრიგი და არეულობა

კედლებისა და სამუშაო მაგიდების მოწესრიგება, ისევე როგორც მკაცრად ორგანიზებული წიგნები და სხვა საგნები, აღწერს ადამიანს, რომელიც ცდილობს იყოს პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი.

მაგრამ თუ თქვენი წინდების უჯრა არეულია, არ დაიწყოთ ამაზე ბოდიშის მოხდა. ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დეტალებზე ორიენტირებული ხართ, როცა საქმე სერიოზულ საკითხებს ეხება. სავსე გარდერობი, რომელიც სავსეა დიდი ხნის ჩაუცმელი ტანსაცმლით, მეტყველებს იმაზე, რომ არ გსურთ წარსულთან გამომშვიდობება.

თქვენ თუ შეგიმჩნევიათ კავშირი სახლის ატმოსფეროსა და ადამიანის ხასიათებს შორის?

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!