მთავარი ასტროლოგია პირად რუკაში არსებული 12 სახლი და მათი განმარტება

პირად რუკაში არსებული 12 სახლი და მათი განმარტება

by guramus

როგორც ქვემოთ მოცემული სურათზეც ხედავთ, თითოეული რუკა დაყოფილია 12 ნაწილად, ანუ 12 სახლად.  ნიშანი გავლენას ახდენს პლანეტის მოქმედებაზე და მიუთითებს როგორ მოქმედებს პლანეტა, ხოლო სახლი,რომელშიც პლანეტა მდებარეობს მიუთითებს ცხოვრების რა სფეროზე ახდენს პლანეტა გავლენას.

I სახლი – განაპირობებს გარეგნულ თვისებებს. ანუ ისეთ თვისებებს, რასაც სხვები ერთი შეხედვით ამჩნევენ ჩვენში. პირველი სახლის მმართველია ვერძია.

 II სახლი – განაპირობებს მატერიალურ ღირებულებებს – შემოსავალი, სამსახურეობრივი აქტიურობა, პირადი ღირებულებები და სხვა. მეორე სახლის მმართველია კურო

III სახლი – განაპირობებს გარესამყაროსთან ურთიერთობის სახეებს – კომუნიკაცია, ადამიანბეთან ურთიერთობის დამყარების უნარი და სხვა. მართავს ტყუპები

IV სახლი– მეოთხე სახლი მიგვითითებს თუ როგორო გავატარებთ ცხოვრების ბოლო წლებს. მოიცავს ოჯახის წევრებს, წინაპრებს, ჩვენს ადრეულ ბავშვობას. მეოთხე სახლს კირჩხიბი მართავს.

 V სახლი- განაპირობებს შემოქმედების უნარს. ასევე, აზარტული თამაშებისა და გართობის სიყვარულს. ამ სახლის მმართველი ლომია.

VI სახლი– ეს სახლი მიუთითებს ჯანმრთელობაზე. ასევე ეხება სამსახურს, თანამშრომლებთან დამოკიდებულებას. მმართველი ნიშანია ქალწული

VII სახლი– ამ სახლის მმართველი სასწორია. განაპირობებს სოციუმთან ურთიერთობას. ოჯახის სიმტკიცესა და პარტნიორის სიყვარულს.

VIII სახლი- ეს სახლი მე-2 სახლის საპირისპიროა. იგი განაპირობებს სიცოცხლეს, სიკვდილს, ხელახლა დაბადებას.  მართავს ახლობელი ადამიანების ქონებას, ახდენს გავლენას სხვებზე. განსხვავებით მე-5 სახლისა, რომელიც რომანტიულ ურთიერთობას მართავს, მე-8 სახლი სექსსა და მისდამი დამოკიდებულებას განაგებს. მერვე სახლის მმართველი არის მორიელი

IX სახლი – განაპირობებს ადამიანის დამოკიდებულებას რელიგიის მიმართ. მეცხრე სახლს მშვილდოსანი მართავს

X სახლი – კარიერული წინსვლა, ცხოვრებისეული მიღწევები, ამბიციური მიდგომა – ეს ის თემებია, რასაც მეათე სახლი განაგებს. მართავს თხის რქა.

XI სახლი– ამ სახლს მერწყული მართავს და განაპირობებს ჩვენს დამოკიდებულებას მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან.

 XII სახლი– ეხება ადამიანის ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ეს სახლი მიუთითებს კარგ ინტუიციაზე. მართავს თევზები.