მთავარი ასტროლოგია აი, რა სიურპრიზებს უმზადებს 2021 წელი ხარის წელში დაბადებულ ადამიანებს

აი, რა სიურპრიზებს უმზადებს 2021 წელი ხარის წელში დაბადებულ ადამიანებს

by Keti

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ 2021 წელიც სავსე იქნება გამოწვევებითა და სირთულეებით, მით უმეტეს, ჯანმრთელობისა და კარიერის საკითხში. ხარის ბედის 2021 წლის წინასწარმეტყველების თანახმად უნდა ვიყოთ აქტიურები და ყოჩაღები, რათა სიტუაციები გავაუმჯობესოთ.

მომავალი სხვადასხვა სფეროზე სხვადასხვანაირად იმოქმედებს. გაეცანით მათ.

კარიერა

განვითარების მცირე შესაძლებლობა, ბევრი მუშაობა. პროგრესები თავად უნდა შექმნათ, ნუ იქნებით დამოკიდებული გამართლებაზე, ამჯერად ცვლილებები მხოლოდ თქვენს ხელშია.

სიმდიდრე

არასტაბილური შემოსავალი, დიდი ხარჯები. 2021 რისკების წელია. თუმცა ეს დანახარჯები შესაძლოა მისი ორმაგი ანაზღაურების საწინდარიც იყოს.

სიყვარული და ურთიერთობები

ნაკლები რომანტიკა, ნორმალური ქორწინება. აქაც იღბალი არ იმუშავებს, სანამ ვნება და მგრძნობიარე მომენტები ,,ცხელია”, იქამდე დაიწყეთ ურთიერთობაზე მუშაობა. შემდეგ შესაძლოა დაგვიანდეს.

ჯანმრთელობა

მოულოდნელი ტრავმები, სისხლის მაღალი წნევა. დაკავდით ფიზიკური ვარჯიშებით, ოღონდ ფრთხილად და ზომიერად. თუ დიეტის ან მძიმე ვარჯიშის დაწყებას აპირებთ, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ხარის წელში დაბადებული განსხვავებული ასაკის ადამიანები

2009 წელში დაბადებული

ასაკი: 12

ამ დროს ნელ-ნელა სრულდება უდარდელი პერიოდი, დროა 12 წლის ასაკში მოზარდმა გარკვეულ დამოუკიდებლობას მიაღწიოს. შესაძლოა იყოს მცირე კონფლიქტებიც ოჯახის წევრებთაან, რადგან გარდატეხის ასაკი მუდამ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუმცა ჯანსაღი გარემო და ურთიერთობები ყველაფერს დაალაგებს.

1997 წელს დაბადებული

ასაკი: 24

ეს სიყვარულის ასაკია. თუ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა ეს უფრო გაღრმავდეს, ხოლო თუ მეორე ნახევარს ეძებთ, 2021 წელი შესანიშნავი დროა ამისთვის. იმუშავეთ საკუთარ თავზე და შეიყვარეთ ის.

1985 წელს დაბადებული

ასაკი: 36

სამსახურში დაკავებული იქნებით, დროის მართვა გართულდება და ახალი გამოწვევებიც უხვად გექნებათ. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან და მაქსიმალურად აარიდოთ თავი სამსახურეობრივ გადაწვას.

1973 დაბადებული

ასაკი: 48

მომავალ წელს შესაძლოა ბევრი მუშაობა მოგიწიოთ, როგორც სამსახურში, ისე სახლში. გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს და ნუ დაკარგავთ მათთან კონტაქტს. სირთულეები შეგხვდებათ, მაგრამ ენდეთ სამყაროს და ის გიკარნახებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.

1961 წელს დაბადებული

ასაკი: 60

შესაძლოა შეეჩეხოთ ჯანმრთელობის პრობლემებს. მიხედეთ საკუთარ თავს და ნუ შეეცდებით ყველაფრის კონტროლს. ავარჯიშეთ გონება და სხეული, აკონტროლეთ კვება, შეეშვით სმას და მოწევას და თავს უკეთ იგრძნობთ.

1949 წელს დაბადებული

ასაკი: 72

ამ ასაკში სამყარო ბევრად საინტერესო ხდება. აუცილებლად მიიღეთ ახალი გამოცდილებები, გამოიკვლიეთ გარემო, იარეთ ახალ ადგილებში, კვლავ ავარჯიშეთ გონება და მიხედეთ ჯანმრთელობას. შესაძლოა იმუნიტეტი დაგისუსტდეთ, ასე რომ, ხშირად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები.

1937 წელს დაბადებული

ასაკი: 84

ფულის გამომუშავება და პირად ურთიერთობებზე ფიქრი 84 წლის ასაკშიც შეიძლება. გაამრავალფეროვნეთ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, შესაძლოა ხანდახან ცოტა მოიწყინოთ, თუმცა ნუ იდარდებთ. შეგიძლიათ დაკავდეთ წერით, ფიზიკური აქტივობებით, შვილიშვილებთან ან სხვა ბავშვებთან თამაშით და, რაღა თქმა უნდა, ჯანმრთელობაზე ზრუნვით.

თქვენ რა მოლოდინები გაქვთ 2021 წელთან დაკავშირებით? რამე კონკრეტულს ხომ არ გეგმავთ უკვე? გაგვიზიარეთ კომენტარებში!