როცა სიცილს ვიწყებთ, განწყობა მომენტალურად უმჯობესდება, სახის კუნთები იჭიმება და ტვინიც სხვანაირად იწყებს მუშაობას, ამ დროს კი ორგანიზმი იღებს სასარგებლო სიგნალებს. სიცილი იმაზე ძლიერად მოქმედებს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ.
ჩვენ გვსურს მუდმივად გაცინებულებს გხედავდეთ, ეს ერთ-ერთი კარგი რამ არის სამყაროში! ამიტომ გაგიზიარებთ იმ ინფორმაციას, რომელიც უფრო მეტად მოგანდომებთ ხშირ სიცილს.
1. იწვება მეტი კალორია
ორი დიდი შოკოლადის ზეფირი რომ მოინელოთ, 15 წუთი უნდა იცინოთ. ყოველი აქტივობა, მათ შორის, სიცილი დაგეხმარებათ წონის კლებაში და ხელს შეგიწყობთ მიაღწიოთ სასურველ მიზანს.
სიცილი ბევრ სხვადასხვა ორგანოს ააქტიურებს. ერთ-ერთი ასეთი ორგანო კუნთებია – ისინი ამ დროს დუნდება. ამას გარდა, სიცილი ჭიმავს მუცლის კუნთებს, ეს კი პრესების გაკეთების ტოლფასია.
2. ვისვენებთ სტრესისგან
ძლიერი და ხმამაღალი სიცილი სტრესს მომენტალურად ამცირებს, გულისცემა იზრდება და შემდეგ იკლებს. შედეგად თავს გრძნობთ მოდუნებულად და სტრესის დონე ეცემა. სიცილი ააქტიურებს კარგი შეგრძნების მომნიჭებელ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი.
3. მცირდება სისხლის წნევა
გულიანი სიცილი ეხმარება ვენებს და ზრდის სისხლის მიმოქცევას. ამ დროს სხეული თავს იცავს გულის დაავადებებისგანაც. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სიცილი ამცირებს სისხლის წნევას.
4. უმჯობესდება სუნთქვა
ჟანგბადზე მნიშვნელოვანი არაფერია ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის. ღრმა სუნთქვა საკმარის ჟანგბადს აძლევს სხეულს, ეს კი სიცილით ყველაზე ეფექტურად ხდება. სიცილის დროს იხსნება ფილტვები და ორგანიზმი იმდენ ჟანგბადს იღებს, რამდენიც სჭირდება.
5. უფრო მარტივი ხდება ტკივილთან გამკლავება
თუ რაიმე გტკივათ ან თავს არაკომფორტულად გრძნობთ, სცადეთ სიცილი. ეს სხეულს დაეხმარება ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლების გამომუშავებაში და საბოლოოდ თავს უფრო კარგად ვიგრძნობთ. დადებითი ქიმიური ნაერთები, რომელსაც სიცილის შედეგად გამოვყოფთ, ორგანიზმს ფიზიკურ ტკივილთან გამკლავებაში ეხმარება.
თქვენ რა გაცინებთ ყველაზე მეტად? იმედი გვაქვს, დღის განმავლობაში ხშირად იცინით!
გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!