მთავარი ტესტები როგორ გიჭირავთ სმარტფონი? ამას ბევრის თქმა შეუძლია თქვენს ხასიათზე

როგორ გიჭირავთ სმარტფონი? ამას ბევრის თქმა შეუძლია თქვენს ხასიათზე

by Keti

სტატისტიკის პროგნოზით, 2020 წლის დასრულებისას სმარტფონების გამომყენებელთა რიცხვი 3 მილიარდამდე გაიზრდება. ტექნო პროგრესი საინტერესოს ხდის ამ მოვლენის ფსიქოლოგიურ მხარესაც. ის, თუ როგორ გვიჭირავს ტელეფონი, ბევრ დეტალს ამბობს ჩვენს პიროვნებაზე, შესაძლოა ამან ძალიან გაგაკვირვოთ.

ჩვენ მოვამზადეთ საინტერესო ტესტი თქვენი ნამდვილი პიროვნების გამოსავლენად, რაც ტელეფონის ჭერის სტილის მიხედვით დგინდება.

დახედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს და აირჩიეთ ციფრი, რომელიც თქვენ მიერ სმარტფონის ჭერის მანერას გამოხატავს. ფოტოს ქვემოთ კი იხილეთ პასუხები.

1. გიჭირავთ ცალი ხელით

თუ ტელეფონს მხოლოდ ერთი ხელით აფიქსირებთ, ესე იგი, საოცრად თავდაჯერებული ადამიანი ხართ. თქვენ მზად ხართ ყველაფერი გარისკოთ, თუმცა ჭკვიანურად, ეს კი გეხმარებათ სასურველი მიზნების მიღწევაში.

თუმცა ურთიერთობების საკითხში საპირისპიროს აკეთებთ. გირჩევნიათ ბევრი დრო დაუთმოთ იმის გაგებას, გჭირდებათ თუ არა კონკრეტული ადამიანი ცხოვრებაში. სხვები ხშირად აღგიქვამენ, როგორც იზოლირებულ და თავშეკავებულ ადამიანს.

2. ცალი ხელით აფიქსირებთ ტელეფონს, ხოლო მეორე ხელის ცერა თითით მუშაობთ ეკრანზე

ტელეფონის ასე დაჭერა გამოხატავს სიბრძნეს. თქვენ ხართ ინტუიტიური, სხარტი, ჭკვიანი და რაციონალური. აკვირდებით თქვენს ქცევებს და ფიქრობთ გადაწყვეტილების მიღებამდე. ყველაფერს აკეთებთ გააზრებულად და ბრძნულად, თქვენი მოტყუება ძალიან რთულია.

თუმცა სიყვარულში თქვენი სიჭკვიანე რთულად ვლინდება. ასეთ დროს თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც დგამს სწრაფ და დაუფიქრებელ ნაბიჯებს, საბოლოოდ კი გულნატკენი რჩება. ამას გარდა, სიყვარულის საკითხში ძალიან განსჯითი ხართ.

3. გიჭირავთ ორივე ხელით და ეკრანზეც იყენებთ ორივე ხელს

სმარტფონის ჭერის დროს ორივე ხელის გამოყენება მეტყველებს სიჩქარის სიყვარულზე. თქვენ ხართ სწრაფი, ეფექტური და იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. ადვილად ადაპტირდებით შეცვლილ გარემოსთან და აგრძელებთ ეფექტურ მუშაობას.

როცა საქმე სიყვარულს ეხება, თქვენი ეფექტურობის ხარისხი ცოტათი ეცემა, ხშირად კი საერთოდ ქრება. ურთიერთობებში ხართ მტკიცე და შეუპოვარი, ეს კი ხშირად აშინებს პოტენციურ პარტნიორს.

4. ცალი ხელით აფიქსირებთ ტელეფონს, ხოლო მეორე ხელის საჩვენებელი თითით მუშაობთ ეკრანზე

ეს გამოხატავს კრეატიულობას. თქვენ გაქვთ კარგი იდეების სიჭარბე და კარგად ახერხებთ მათ განხორციელებას. გიყვართ მარტო ყოფნა და ფიქრების თავმოყრა, რათა მორიგი შედევრი შექმნათ სამყაროს გასაოცებლად. ეს იქნება ახალი პროექტი, წიგნი, თუ ნახატი – ყველგან წარმატებას აღწევთ.

რომანტიკულ ურთიერთობებში, თქვენი კრეატიულობა მორცხვობაში გადადის, ეს კი ხშირად ხელს გიშლით ახალი კავშირების შექმნაში. როცა ვიღაც კარგად გაგიცნობთ, ისინი აუცილებლად აღფრთოვანდებიან თქვენი პიროვნებით.

თქვენ როგორ გიჭირავთ ტელეფონი? აღწერებზე რას იტყვით, შეეხმიანა ისინი თქვენს პიროვნებას? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში!