877
ტკბილ საზამთროს ყავისფერი ღერო აქვს, ახალი ქათმის ყიდვისას კი მის შეფუთვაზე აუცილებლად ნახეთ პირველად შენახვის თარიღი. როცა ფიქრობთ, რომ ჩანთა სავსე გაქვთ ახალი პროდუქტებით, შესაძლოა მაინც არ გქონდეთ საუკეთესოები შერჩეული. მაგალითად, ნესვის ან წიწაკის ქვედა ნაწილის ფორმა მნიშვნელოვნად მოქმედებს მათ გემოზე.
ჩვენ დღეს ავარჩიეთ 11 ჯანსაღი პროდუქტი და გაგიზიარებთ მათი სწორად არჩევის წესებს.
1. პური
- შეხედეთ ინგრედიენტების ჩამონათვალს და ყურადღება მიაქციეთ, რომ ეწეროს ,,მსხვილად დაღერღილი ფქვილი”. ასეთი პური მეტ ბოჭკოს და ვიტამინებს შეიცავს.
- მსუბუქად დააჭირეთ ხელი პურს. თუ ის ფორმას დაიბრუნებს, ესე იგი, ხარისხი კარგია. ხოლო თუ ჩაზნექილი დარჩა, ესე იგი არასწორადაა გამომცხვარი ან ცომი წინასწარ გაყინეს.
2. ქათამი
- ჯერ შეამოწმეთ ქათმის ფერი. კანი უნდა იყოს მოვარდისფრო. თუ ყვითელი ან ღია ყავისფერია, დატოვეთ თაროზე.
- ხორცი კი უნდა იყოს თეთრიდან ღია ყავისფრამდე, სისხლის გარეშე. ყურადღება მიაქციეთ ნაპირებსაც – თუ მშრალად გამოიყურება, არ იყიდოთ.
- ვადის გასვლის თარიღის ნაცვლად, შეამოწმეთ შეფუთვის თარიღი. თუ ის 2 დღეზე მეტია კონტეინერში დევს, არ იყიდოთ.
3. საზამთრო
- შეხედეთ მის ყუნწს. თუ მშრალი და ყავისფერია, ესე იგი, ნაყოფი მწიფეა.
- ყურადღება მიაქციეთ ყვითელ ზოლებს – თუ მუქია, ესე იგი, საზამთრო ტკბილი იქნება.
- ხარისხის შესამოწმებლად ასევე კარგია ხმის შემოწმება. დააკაკუნეთ საზამთროს ქერქზე და თუ ექოვანი და სუსტი ხმა აქვს, ესე იგი, ჯერ დასამწიფებელია. თუ ხმა ღრუ და უხეში აქვს, ნაყოფი მწიფეა.
4. პომიდორი
- ეცადეთ არ იყიდოთ პლასტიკურ კონტეინერში შენახული პომიდვრები, რადგან რთულია მისი ხარისხის გაგება.
- პომიდვრის კანი უნდა იყოს გლუვი და მტკიცე, უნდა იგრძნოთ მისი წონა. მწიფე პომიდორი ორჯერ მწიფეა მკვახეზე.
- დასუნეთ პომიდორს. თუ სუნი არ აქვს, ესე იგი, დასამწიფებელია. მას პომიდვრის სუნი უნდა ჰქონდეს.
5. ნესვი
- ტკბილი ნესვი არ უნდა იყოს მწვანე. ნესვის ყვითელი ფერი გამოხატავს იმას, რომ საკმარისი დრო გაატარა მზეზე და ტკბილი იქნება.
- აიღეთ ნესვი და მსუბუქად დაარტყით. თუ ვიბრირებს, ესე იგი, მწიფეა.
- შეგიძლიათ ყურთანაც გააჯანჯღაროთ. თუ შიგნიდან წყლის ხმას გაიგებთ, ესე იგი, გადამწიფებულია და ფუჭდება.
- შეეხეთ ნესვს ორივე ბოლოში და დააწექით თითებით. თუ რბილი გეჩვენათ, ესე იგი, მწიფეა.
6. წიწაკა
- პირველი ნიშანი არის ფერი ლაქების გარეშე.
- თუ წიწაკას ქვედა ნაწილში 2 ან 3 დანაყოფი აქვს, უფრო მწარე იქნება, ვიდრე 4 დანაყოფიანი.
- ასევე შეხედეთ ყუნწს, თუ ის მწვანე, სწორი და ხვეულია, ესე იგი, პროდუქტი ახალია.
7. თევზი
- შეხედეთ თევზის თვალს – მისი გუგა და თვალის ფერი მკაფიოდ უნდა ჩანდეს.
- თევზის კანი უნდა იყოს ღია და შეხებისას რბილი. თუ წებოვანი ან მშრალია, მისი ყიდვა არ ღირს.
- თევზზე შეხებისას არ უნდა რჩებოდეს თითის ანაბეჭდები.
8. ბანანი
- შეამოწმეთ შეკვრის ყუნწი, უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე ან ღია ყვითელი ფერის ყუნწებს. თუ ყუნჭი ყავისფერია და ბანანს ბევრი შავი ლაქა აქვს, ესე იგი, გადამწიფებულია.
- ბანანები ერთად უფრო კარგად ინახება, ვიდრე ცალ-ცალკე. არ განაცალკევოთ ისინი, სანამ გამოყენებას არ დააპირებთ.
9. თაფლი
- გამჭვირვალე ფერის თაფლი არ ნიშნავს, რომ ის უკეთესია. ფერები მონაცვლეობს, მაგრამ მთავარი მისი შუქგაუმტარობაა. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი ნატურალურია.
- ახალი თაფლი უფრო მარტივად კრისტალიზდება ტემპერატურის ცვლილებისას. თუ თაფლს ქვემოთ სქელი ფენები აქვს, ესე იგი, ახალია.
10. სალათა
- დააკვირდით, რომ არ ჰქონდეს ხვრელები და მოჭმული ფოთლები. ჯობს აარჩიოთ, ყავისფერი ყუნწის მქონე სალათა.
- ფერი უნდა იყოს მკვეთრი მუქი ან ღია მწვანე. თუ ფურცლების ფერი კაშკაშა არაა, ნუ იყიდით.
11. კონსერვირებული საკვები
- ნუ აიღებთ ჩაზნექილ ან დაჭეჭყილ კონსერვებს. ეს სახიფათოა.
- დაკონსერვებული საკვების ხარისხის გაგება შესაძლებელია მხოლოდ შეფუთვის წაკითხვით. ყურადღება მიაქციეთ ვადას და შემადგენლობას.
12. ყველი
- ყველის ნაჭერზე არსებული ფუფხი მიუთითებს მის სიძველეზე. ყველი უნდა იყოს დატენიანებული და ადვილად იჭრებოდეს.
- თუ ზედაპირზე ცხიმს ამჩნევთ, ესე იგი, ყველი ამძაღებულია.
თქვენ თუ იცით კიდევ რაიმე წესი პროდუქტების სწორად ასარჩევად? გაგვიზიარეთ კომენტარებში!