როცა სათაურებში ვხედავთ იაფფასიან, ყველაზე ბანალურ ფgrounded რაზებს, ერთ-ერთი ალბათ არის ,,რომელია შენი ზოდიაქოს ნიშანი?” ამ შეკითხვაზე პასუხი უკვე ჩვენი იდენტობის ნაწილი გახდა, რადგან ზოდიაქოს ნიშნების მახასიათებლებთან ბევრი ადამიანი აიგივებს საკუთარ თავს. ბევრი რამ სიმართლეა და ალბათ არაერთხელ გაოცებულხართ, როცა თქვენს ნიშანზე წაგიკითხავთ ინფორმაცია და გიფიქრიათ: ,,ეს მართლა ჩემზე წერია!”
ვიცით, რომ ზოდიაქოს 12 ნიშნის განსაზღვრება დამოკიდებულია პლანეტების, მზისა და მთვარის განლაგებაზე. თითოეულ მათგანს უამრავი თვისება, შესაძლებლობა, უნარი და ნაკლი აქვს. ყოველ ნიშანს თავისი ადგილი აქვს ოთხ ელემენტს შორის – ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა – და სწორედ ეს ელემენტები განსაღვრავს ჩვენს ენერგიას.
წყლის ნიშნები (კიბო, მორიელი და თევზები) ზოგადად ენთუზიაზმით სავსეები და დახვეწილები არიან, მაშინ როცა ცეცხლის ნიშნებს (ლომი, ვერძი და მშვილდოსანი) უფრო მეტი ენერგია და არასტაბილურობა ახასიათებთ. მიწის ნიშნები (კურო, ქალწული და თხის რქა) კი უფრო მყარი ტიპები არიან, ხოლო ჰაერის ნიშნები (ტყუპები, სასწორი და მერწყული) მეგობრულები და გულმოდეგინეები.
ჩვენ დღეს გაგიზიარებთ 5 საინტერესო და ისტორიულ ფაქტს ზოდიაქოს ნიშნების შესახებ!
#1
მშვილდოსნის ფიგურა დაფუძნებულია მითიური არსების – კენტავრის იდეაზე, ჩვენი ენით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს – მარჯვე, მიზანში მსროლელ ადამიანს.
#2
დაკვირვებიხართ, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანი სულიერი არსებაა ერთის გარდა? ეს ერთი ნიშანი კი სასწორია.
#3
იცით, ძველ ასურეთში ლომის ნიშანს რას უწოდებდნენ? “დიდებულ ცეცხლს”. ეს ნიშანი ასურელი ხალხისთვის განსაკუთრებული იყო. რაც შეეხება რიცხვ12-ს, ამ რაოდენობის კატეგორიად ცა პირველად შუმერებმა დაყვეს.
#4
კურო მესოპოტამიაში დამკვიდრებული პირველი ნიშანია. მესოპოტამიელი ხალხი მას ,,სამოთხის დიდებულ ხარს” ეძახდა.
#5 FBI-ის მონაცემთა ანალიზის მიხედვით, ყველაზე საშიში ნიშანი კირჩხიბია. მათ ყველაზე ხშირად აკავებენ, თანაც საკმაოდ სერიოზული დანაშაულების ჩადენის გამო.
თქვენც ხომ არ იცით რაიმე საინტერესო ფაქტი ზოდიაქოს ნიშნებზე? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში!