მთავარი რჩევები 8 უჩვეულო საშუალება, რომელიც თავის ტკივილს ნამდვილად აჩერებს

8 უჩვეულო საშუალება, რომელიც თავის ტკივილს ნამდვილად აჩერებს

by Keti

შაკიკი ზოგჯერ იმდენად ინტენსიურ ტკივილს იწვევს, რომ ამას მხოლოდ ისინი გაიგებენ, ვისაც ეს გამოუცდია. შვების პოვნა კი ამ დროს საოცრად რთულია და ხშირად არც ჩვეულებრივი მკურნალობა იღებს შედეგს.

ამიტომ ჩვენ გთავაზობთ თავის ტკივილების შეჩერების უჩვეულო ხერხებს. თუ ჯერ კიდევ არაფერს ჰქონია შედეგი, სცადეთ ეს მეთოდებიც, ნამდვილად არაფერს დაკარგავთ. თან ყველა საშუალება არის უსაფრთხო!

დაამზადეთ 100%-ით ნატურალური სმუზი

ზოგჯერ თავის ტკივილის წამლები მწარეა და პირში მისი გემო დიდხანს რჩება. ამიტომ სცადეთ გემრიელი შეიკის მომზადება, ის დაგეხმარებათ ტკივილის გაყუჩებაში და ასევე სასარგებლოა მთელი სხეულისთვისაც. გთავაზობთ ერთ-ერთ რეცეპტს:

ინგრედიენტები:

  • 5 ღერო ნიახური
  • 1 ლიმონი
  • 1 კიტრი
  • 3/4 ჭიქა ისპანახი
  • 1 ჭიქა ოხრახუში
  • 2 გრამი ჯინჯერი
  • 2 ვაშლი

მომზადება:

1. შეურიეთ ყველაფერი ბლენდერში და მიირთვით!

შეცვალეთ საწოლის თეთრეული

თუ შაკიკის შეტევა გაღვიძებისას გაქვთ და არ გტოვებთ, სანამ საწოლიდან არ ადგებით, შესაძლოა ეს შემთხვევითი არ იყოს. ხშირად ამის მიზეზი საწოლია. თუ თეთრეული აკრილის ან პოლიესტერისაა, ის გამოყოფს კონკრეტული ტიპის აირებს, რაც იწვევს ალერგიებს, მათ შორის, თავის ტკივილს.

მანქანის ტარებისას გააღეთ ფანჯარა

ზოგიერთი მანქანის ინტერიერიც ასევე გამოყოფს ისეთ აირებს, როგორიცაა ქსილოლი, ბენზოლი, აცეტონი, რომლებიც იწვევს შაკიკის, სტრესისა და ძილიანობის შეტევებს. ამიტომ, უმჯობესია მანქანის შუშა ყოველთვის ჩაწეული გქონდეთ.

მოითავსეთ ფანქარი კვილებს შორის 

შაკიკის შეტევისას, ხშირად კბილებს ერთმანეთზე ვაჭერთ, ეს კი სიტუაციას აუარესებს. მოითავსეთ ფანქარი კბილებს შორის, ეს მოადუნებს ყბის კუნთებს და ტკივილი შემცირდება.

დაიდეთ ბანანის ქერქი შუბლზე

აიღეთ ბანანის სუფთა ქერქი, წაუსვით მასზე ცოტა სპირტი, დაწექით და დაიდეთ ის შუბლზე. შეგიძლიათ დოლბანდშიც გაახვიოთ. გედოთ შუბლის მიდამოზე ნახევარი საათით. ქერქი შეიწოვს დაგროვილ ტოქსინებს და შეამსუბუქებს ტკივილს.

დალიეთ მარილისა და ლიმონის წვენის ნარევი

მარილს იმუნიტეტის გამაძლიერებელი ბევრი თვისება აქვს. ეს მარტივი და ძალიან ეფექტური რეცეპტი კარგად ებრძვის შაკიკს: დაამატეთ ერთი ჩ. კ. მარილი ნახევარ ჭიქა ლიმონის წვენს და დალიეთ ნარევი.

დააჭირეთ მარჯვენა ხელის თითი მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითის შუა ნაწილს

ეს აკუპუნქტურას წერტილია, რაც აჩერებს თავის ტკივილს. დააჭირეთ ამ წერტილს ძლიერად, შედეგად მოდუნდებით და გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

სცადეთ იოგა

შესაძლოა თავის ტკივილის მიზეზი ემოციური იყოს, ამიტომ იოგა კარგი საშუალებაა. ამბობენ, შაკიკი თავის თავს მაშინ ავლენს, როცა ადამიანები საკუთარ თავს ზღუდავენ – იყვნენ ისინი, ვინც სურთ. იოგა კი ეფექტური მეთოდია ემოციების ვენტილაციისა და სხეულის მოდუნებისთვის.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!