მთავარი გასართობი მტკიცებულება იმისა, რომ თვალებს არასდროს არ უნდა ენდოთ

მტკიცებულება იმისა, რომ თვალებს არასდროს არ უნდა ენდოთ

by Keti

ადამიანის პერიფერიული მხედველობა მთლიანი სურათის აღქმას გარკვეულწილად ცვლის. შედეგი ხშირად უცნაურია და ამას ქვემოთ მოცემული კადრებით დაგიმტკიცებთ.

უბრალოდ ფოკუსირდით სურათის ცენტრზე, სადაც + ნიშანია მოცემული, გვერდით არ გაიხედოთ. თქვენ შეამჩნევთ, რომ პერიფერიული მხედველობა ადამიანთა ჩვეულებრივ სახეებს ,,მონსტრებად” გადააქცევს.

ყურების დროს უცნაური ხდება მსახიობთა სახეები, არა? რაც უფრო დიდხანს ვიყურებით ცენრში, უფრო იცვლება ჩვეულებრივი ადამიანური ვიზუალი. რატომ ხდება ეს? მოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ ავხსნათ ეს პროცესი.

ჩვენი თვალის ბადურაში არსებობს ასეთი არეალი, სახელად ყვითელი წერტილი. ის თვალის კაკლის ყველაზე მეტ რეცეპტორს შეიცავს, მისი დახმარებით კი უფრო მკაფიოდ ვხედავთ. მოდით, ამ არეს მხედველობის ველი დავარქვათ. ის ჩვენი მხედველობის დიაპაზონის დაახლოებით 10%ს ფარავს და გვაჩვენებს იმას, რაზეც თვალებია ფოკუსირებული.

ამ ტესტის შემთხვევაში, ჩვენი მხედველობის ძირითადი სივრცე ცარიელია. ჩვენ უბრალოდ ბნელ კადრს ვუყურებთ, რომელზეც + ნიშანია დახატული. ამ დროს ტვინი ცდილობს სხვა წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია – ანუ მთავარი მიდამოს მიღმა არსებული ადგილებიდან, ანუ მარჯვნივ და მარცხნივ მყოფი სურათებიდან. ეს წყაროები კი მთლად ,,სანდო” არ არის და ტვინი ცდილობს ისინი ერთ ფოტოდ გააერთიანოს. ამას ისიც ემატება, რომ კადრები მოძრავია და თან სწრაფად იცვლება. შედეგად, სახეების გარჩევის შესაძლებლობა იკარგება და ტვინი უბრალოდ ცდილობს, განსხვავებული სურათებიდან სხვადასხვა თვისებები ,,დაიჭიროს” და გააერთიანოს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ საბოლოოდ ,,მონსტრებს” ვხედავთ.

აქამდე გსმენიათ თვალის ასეთი უნარის შესახებ? მოგვიყევით კომენტარებში!

ეს სტატია კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!