თუ ერთი ღამე მაინც გაგიტარებიათ სასტუმროში, მეგობართან ან სახლისგან შორს, ალბათ გეცოდინებათ, როგორი რთულია კარგად გამოძინება.
მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და აღმოჩნდა, რომ ამ უცნაურ ფენომენს მეცნიერული ახსნაც აქვს.
დღეს ჩვენ ამ კვლევის შედეგებს გაგიზიარებთ.
მეცნიერებმა არც არ იციან, რატომ უნდა დავიძინოთ.
სანამ ექსპერიმენტს შევეხებით, ჯერ ამ კითხვას გავცეთ პასუხი – რატომ გვჭირდება დაძინება? აღმოჩნდა, რომ სწავლულებმა არ იციან, რატომ სჭირდებათ ადამიანებს და ცხოველებს ძილი. თეორიათა უმეტესობა მიდის დასკვნამდე, რომ სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, ძილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ტვინის უჯრედებისა და კუნთების აღდგენისთვის.
თუმცა, ძილი ევოლუციური თვალსაზრისით ძალიან მოუხერხებელი პროცესია. ტვინი რამდენიმე საათით ითიშება და ცხოველებს საფრთხის აღქმას და თავდაცვას უქვეითებს. ამიტომ ვეშაპებსა და დელფინებს ზედმეტად ფხიზელი ძილის სისტემა აქვთ, რასაც უნიჰემისფერული ნელი ტალღის ძილი ეწოდება. ამ დროს ტვინის მხოლოდ ერთი ნაწილი ისვენებს. ეს უნარი კი ადამიანებსაც აქვთ.
ჩაძინების სირთულეები ხშირად გამოწვეულია პირველი ღამის ეფექტით. ეს გავრცელებული პრობლემაა და ძილის მკვლევარების შესწავლის საკითხი. ბრაუნის უნივერსიტეტის კვლევებმა ამის ახსნაც გვაჩვენა.
აღმოჩნდა, რომ ახალ და უცნობ ადგილას ძილი ტვინში პოტენციური საფრთხის მოლოდინს ააქტიურებს და ბოლომდე ჩაძინებაში ხელს გვიშლის. ანუ დელფინების მსგავსად, ჩვენს ტვინშიც მხოლოდ ერთი ჰემისფერო ისვენებს. იუკა სასაკი ბრაუნის უნივერსიტეტის მეცნიერია. მისი თქმით, ,,ჩვენს ტვინს ვეშაპებისა და დელფინების მსგავსი მინიატურული სისტემა აქვს.”
ექსპერიმენტმა დაადასტურა ძილის დისბალანსი.
მეცნიერთა გუნდმა 35 ჯანმრთელი მოხალისე გამოიკვლია. მოხალისეებმა 2 ღამე ლაბორატორიაში გაატარეს და იქ მათი ტვინის აქტივობას იკვლევდნენ.
ძილის დროს მათ აღმოაჩინეს სიღრმის ასიმეტრია ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნაწილებს შორის. მარცხენა ჰემისფერო არც ისე ღრმა მდგომარეობაში იყო მარჯვენასთან შედარებით. მარცხენა ჰემისფერო მეტად მოწყვლადი იყო უცნაური (პოტენციურად საშიში) ხმების მიმართ. ერთი კვირის შემდეგ, ძილის დროს, ტვინის ჰემისფეროების სიღრმე მეტ-ნაკლებად გათანაბრდა.
მკვლევარები გვირჩევენ, თუ როგორ დავძლიოთ პირველი ღამის ეფექტი
ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა სიმსუქნე, არტერიული წნევა ან დიაბეტი. მკვლევარების თქმით, ჩვენ შეგვიძლია გავწვრთნათ გონება პირველი ღამის ეფექტის მიმართ. იუკა სასაკი აცხადებს, რომ ადამიანის ტვინი საამისოდ ძალიან მოქნლილია.
სხვა ადგილას დარჩენის დროს ეცადეთ იქაურობა თქვენთვის მშობლიურ გარემოს დაამსგავსოთ.
- წაიღეთ რაიმე ნაცნობი: ბალიში, საყვარელი პერანგი, ცხელი სასმელი, რომელსაც ძილის წინ იღებთ და ა. შ.
- დაცავით ძილის რუტინა: დაწექით იმავე დროს, რა დროსაც სახლში წვებით.
- გახადეთ გარემო კომფორტული და ნაცნობი: მაგალითად, თუ სასტუმროში რჩებით, დაჯავშნეთ იმ ზომის საწოლი, რა ზომისაზეც სახლში გძინავთ. ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ტვინისთვის მშვენივრად მუშაობს.
თქვენ თუ გამოგიცდიათ პირველი ღამის ეფექტი? როგორ ებრძვით ხოლმე მას? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში!