შეიძლება ფიქრობთ, რომ ცივი ცხვირი მხოლოდ ყინვით არის გამოწვეული, მაგრამ ამას ყოველთვის ერთი მიზეზი არ აქვს. ცივი ცხვირი შესაძლოა სითბოშიც გვქონდეს. ეს მაშინ ხდება, როცა სხეული დამატებით ყურადღებას საჭიროებს.
ჩვენ დღეს გაგიზიარებთ ცივი ცხვირის ქონის ამინდისგან დამოუკიდებელ მიზეზებს.
1. ეს შეიძლება იყოს ცხვირში სისხლის ნაკადის შემცირების ნიშანი.
როცა ხანგრძლივად ვიმყოფებით დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ, სხეული ცდილობს სითბო სისხლის მიმოქცევის შემცირებით შეინარჩუნოს. ალბათ ამჩნევთ, რომ ზამთარში პირველად ცხვირი გვიცივდება. ეს იმიტომ, რომ სხეულის ამ ნაწილში ყველაზე ნაკლები ცხიმია. ცხელი ჩაის ან ყავის დალევა ამ პრობლემას მოაგვარებს.
2. თქვენ გადატვირთული ხართ მუშაობით.
ნოტინგემის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, სტრესსა და სხეულის ტემპერატურას შორის დიდი კავშირია. კვლევის მონაწილეებს რაც უფრო რთული დავალება ჰქონდათ შესასრულებელი, სახეც მეტად უცივდებოდათ, განსაკუთრებით, ცხვირის მიდამო.
ასე რომ, თუ მუშაობის დროს ცხვირი გიცივდებათ, გირჩევთ შეისვენოთ.
3. თქვენ დიდი ემოციური სტრესი გაქვთ.
სტრესი ხშირად იწვევს რეინოს ფენომენს, რაც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს. ეს კი ზოგიერთი კიდურის მიდამოში, მათ შორის ცხვირის, სიცივეს იწვევს. რეინოს ფენომენი ქალებში უფრო გავრცელებულია და ასევე იმ ადამიანებში, ვინც ცივი კლიმატის პირობებში ცხოვრობს.
4. შესაძლოა ჰორმონალური დისბალანსი გქონდეთ
როდესაც საკმარისად არ გამოიმუშავებთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, შესაძლოა შენელდეს მეტაბოლიზმი. ნელი მეტაბოლიზმი კი სხეულს სითბოსა და ენერგიის შენარჩუნებას აიძულებს, შედეგად, ისეთ კიდურებში, როგორიც ცხვირია, ნაკლები სითბო აღწევს.
თქვენ თუ გაწუხებთ ეს საკითხი? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი გამოცდილება!