სხარტი აზროვნება ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. ეს შესაძლებელია, თუ ტვინს პერიოდულად გაავარჯიშებთ. ამიტომ სასურველია რეგულარულად ამოხსნათ სააზროვნო მაგალითები და ამოცანები. მოაზროვნე ადამიანები ყველა თავსატეხში იპოვიან გამოსავალს.
სააზროვნო ამოცანები
1. ამ მაგალითში უნდა მიხვდეთ, თუ რა ციფრები იმალება თითოეული ფიგურის უკან.
2. მეორე ამოცანაში გარკვეული თავსატეხი იმალება. 5 მანქანა 5 წუთში კერავს 5 მაისურს. უნდა გაარკვიოთ, რა დრო დასჭირდება 100 ასეთი მაისურის დამზადებას 100 მანქანით.
3. ეს ამოცანა უფრო რთულია. აქ უნდა გამოარკვიოთ, თუ რა რიცხვები იმასლება ამ სიმპატიური შავი კატების, თეთრი თაგვებისა და ყველის ნაჭრების მიღმა.
4. დაბოლოს, გთავაზობთ ამოცანას, სადაც მხოლოდ ერთი უჯრაა შესავსები. აქ ერთი შეხედვით მარტივი პასუხი არ გამოგადგებათ. აბა თუ მიხვდებით, რაშია საქმე!
ამოხსნები
1. ბოტასის წყვილის უკან იმალება 30 / 3 = 10. აქედან გამოვთვალოთ მამაკაცის უკან მდგომი ციფრი: (20 – 10) / 2 = 5. მაშინ სახვევის წყვილის უკან იქნება (13 – 5) = 8. ხოლო ერთი სახვევი არის 4.
ბოლო მაგალითში ყურადღება მიაქციეთ მამაკაცს. მას აცვია ბოტასები და ხელში თითო სახვევი უჭირავს. ესე იგი, 5 + 10 + 8 = 23. ბოლო მაგალითი კი შემდეგი სახის იქნება: 5 + (23 * 4) = 5 + 92 = 97.
2. ამოცანის პირობიდან გამომდინარე გასაგებია, რომ ერთი მანქანა ერთი მაისურის შესაკერად ხარჯავს 5 წუთს. შესაბამისად 100 მანქანა 100 მაისურს 5 წუთს დაუთმობს.
3. აქ შავი კატის უკან იმალება ციფრი 6, რადგან (38 – 2) = 36. 36დან ფესვი კი არის 6. თაგვის შემთხვევაში 150 / 6 = 25. ფესვი არის 5.
მაშინ 4 ნაჭერი ყველის უკან დგას რიცხვი 180 / 6 / 5 = 30 / 5 = 6. ხოლო 2 ნაჭრის უკან დგას ციფრი 3, ამიტომ (6 * 2) – (5 * 3) = 12 – 15 = — 3.
4. ეს ნახატი ჩვეულებრივი რიცხვობრივი ამოცანა არ არის, ის წარმოადგენს ავტომობილის სიჩქარეთა გადაცემის კოლოფს. ამიტომ ცარიელ უჯრაში უნდა იყოს ასო R.
იმედია ამ ამოცანების ამოხსნამ სიამოვნება მოგანიჭათ. რომელი იყო თქვენთვის რთული? გაგვიზიარეთ კომენტარებში!