უმრავლესობა თვლის, რომ ადამიანს ცხოვრება აბოროტებს და ბოროტი გული – შეძენილი თვისებაა. ცხოვრებას მართლაც შეუძლია ადამიანის უარესობისკენ შეცვლა, თუმცა მას ამისთვის გარკვეული წინასწარგანწყობებიც აქვს, მაგალითად, ზოდიაქოს ნიშანი.
ზოდიაქოს 4 გულქვა ნიშანი
ქალწული
ქალწული ფლობს ყველაზე მეტ თვითკმარობის უნარს, ამიტომ ურთიერთობებშიც ის სულ თავის პირობებს აყენებს წინ. მათ დარღვევას კი ქალწული პირად შეურაცხყოფად აღიქვამს. ის მიმართულია საკუთარი პრობლემების გადაჭრისკენ, ამიტომ სხვის ჩივილებს დიდ ყურადღებას არ აქცევს.
თხის რქა
თხის რქას უკიდურესად პრაქტიკული ხასიათი აქვს, ხშირად მას ეს გულქვაობაში გადასდის. ის ბავშვობიდან აკვირვებს სხვებს განსაკუთრებული სერიოზულობით, შემდეგ კი გულგრილ ადამიანად იზრდება. ურთიერთობებს აგებს არა ემოციებზე, არამედ ხეირსა და ანგარებაზე. ის უსმენს მხოლოდ გონებას და აიგნორებს გულს.
მორიელი
მორიელის უარყოფით თვისებებს შორის გულქვაობა წინა პლანზე არ არის, თუმცა ის სხვა თვისებებში ვლინდება. მას სხვისი გრძნობები საერთოდ არ აინტერესებს. არის ჭეშმარიტი ცინიკოსი და ეჭვის თვალით უყურებს ყველას. მისგან შესანიშნავი მანიპულატორი გამოდის. სიყვარულიც კი მისთვის მხოლოდ ვნების წყაროა.
ტყუპები
ტყუპები ერთი შეხედვით გულახდილი და გულწრფელი ნიშანია. თუმცა ეს მხოლოდ ფასადია. ეს ნიშანი არის ზედაპირული და სხვების პრობლემები მისთვის არაფერს ნიშნავს. ურთიერთობებიც კი ტყუპებისთვის მხოლოდ თამაშია. მისთვის ფლირტი ვალდებულებების გარეშე ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სერიოზული ურთიერთობები.
დიდხანს შეიძლება კამათი იმაზე, თუ რატომ არიან ადამიანები გულქვები და გულგრილები. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ ამ თვისებებისადმი წინასწარგანწყობა თითოეულ ჩვენგანშია.
შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე?