საოცარია, როგორ ახერხებენ გამოცდილი სპეციალისტები ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნას მხოლოდ ერთი კითხვის საშუალებით. ჩვენ დავინტერესდით პიროვნების ერთ-ერთი ტესტით და გვსურს თქვენც გაგიზიაროთ. ვიმედოვნებთ, თქვენთვის საინტერესო იქნება და ცოტათი უკეთ გაგაცნობთ საკუთარ თავს.
ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი
ტესტის ჩაბარებამდე საჭიროა გონების მოდუნება. ეს შედეგს უფრო ზუსტს გახდის. ასე რომ, ცოტა ხნით შეისვენეთ სხვა საქმეებისგან და ყურადღება ტესტს დაუთმეთ.
დახედეთ სურათს და უპასუხეთ მარტივ კითხვას: რომელ ქალს უჭირავს სხვისი ბავშვი?
პასუხის ვარიანტების განხილვა
1. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მოკრძალებული ადამიანები უფრო ხშირად პირველ სურათს ირჩევენ. ისინი ყოველთვის მზად არიან სხვა ადამიანის მოსასმენად, შეუძლიათ გასცენ კარგი რჩევები და სხვებს საქმითაც დაეხმარონ. მათ იციან, როგორ უნდა იპოვონ საერთო ენა საზოგადოების ყველაზე “რთულ” წარმომადგენლებთანაც კი.
ისინი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეებს, არიან ძალიან ერთგულები და ემპათიურები.
2. მეორე ქალს ხშირად ისინი ირჩევენ, ვინც მიდრეკილია ნებისმიერ სიტუაციის გაანალიზებისკენ. ასეთ ადამიანებს უყვართ მარტო ყოფნა და ბევრს ფიქრობენ. უფრო მეტიც, მათ სძულთ, როდესაც სხვები მათ ფიქრებში ერევიან და ყურადღებას უფანტავენ.
სამუშაო პროცესში ისინი იღებენ ყველაზე რთულ ამოცანებს, რომელთა გადაჭრაც მათთვის უფრო საინტერესოა. ურთიერთობებში არიან მომთხოვნები და სურთ მეორე ნახევრისგან მაქსიმუმი მიიღონ.
3. ამ ტესტში მესამე ქალს ყველაზე ხშირად არჩევენ კომუნიკაბელური ადამიანები. ისინი სიტყვებს ჰაერში არ ისვრიან და ხშირად ურთიერთობებში ფსიქოლოგის როლსაც ასრულებენ. მათი თითოეული საუბარი საინტერესო აზრითაა სავსე. ხალხი მათ რჩევისთვის მიმართავს, რადგან გრძნობენ, რომ ამ ადამიანებს გაგების სწორი უნარი აქვთ.
სამსახურში ასეთი ადამიანი მეგობრული და ცნობისმოყვარეა, ყოველთვის მზადაა ახალი რამეების სწავლისთვის და გულუხვად უზიარებს თავის ცოდნას სხვებს.
ურთიერთობაში ყველაფერი უფრო რთულადაა, რადგან ასეთი ადამიანების მოთხოვნები ყოველთვის ძალიან მაღალია. ამასთან, სასიყვარულო თავგადასავლების დროს, ემოციების გავლენის ქვეშ, ისინი ხშირად კარგავენ განსჯის უნარს და მოქმედებენ იმპულსურად.
ვიმედოვნებთ, რომ ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი და მისი პასუხების ვარიანტების გაშიფვრა, დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი. ყოველივე ამის შემდეგ, უფრო ადვილი იქნება – იპოვოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა იცოდეთ რომელი მიმართულებით გააგრძელოთ საკუთარი განვითარება.
გაუზიარეთ ეს ტესტი თქვენს მეგობრებსაც!