დიეტა ყოველთვის განხილვის თემაა. იგი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ზაფხულის მოახლოებასთან ერთად. ყველას სურს იდეალურად გამოიყურებოდეს ზღვის სეზონზე. არსებობს უამრავი სახის დიეტა. ადამიანები სხვადასხვა მიზეზით იწყებს დიეტას – გოგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ზოგს კი უბრალოდ უნდა სარკეში საკუტარი თავი უფრო გამხდარი დაინახოს. საინტერესოა რა მოტივაცია აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს დიეტის დასაწყებად. სწორედ ამ თემაზეა საუბარი სტატიაში:
მიწის სტიქიის ნიშნები (თხის რქა, კურო, ქალწული)
ზოდიაქოს ამ ნიშნებს ყველაზემეტად უჭირთ წონაში დაკლება, რადგან უარს ვერ ამბობენ გემრიელობებზე, რომლებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდებათ. მოტივაციას წონის კლებისთვის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები აძლვენ. ისინი გამუდმებით უმეორებენ, რომ ზედმეტი კილოგრამები ჯანმრთელობის პრობლემებს შეუქმნით.
ჰაერის სტიქიის ნიშნები (სასწორი, მერწყული, ტყუპები)
ამ სამეულს არ უყვართ დიეტა ტკბილეულის გამო. ისინი ვერასდროს შეეგუებიან რაციონიდან ტკბილეულის ამოღებას. როგორც წესი, სტიმულს სიყვარული აძლევთ ხოლმე. გამიჯნურებული სასწორი, მერწყული ან ტყუპი ცდილობს კარგ ფორმაში იყოს და იწყებს დიეტას.
წყლის სტიქიის ნიშნები (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)
ზოდიაქოს ამ ნიშნების ერთადერთი მიზეზი დიეტის დაწყებისა არის დისკომფორტი. ხშირად გაიგებთ, რომ წყლის სტიქიის რომელიმე წარმომადგენელი ამბობს “ორი კილო მოვიმატე და თავს ძალიან მოუქნელად ვგრძნობ”. დიეტას იწყებენ მაშინვე, როდესაც მიხვდებიან, რომ ზედმეტი კილოგრამები ხელს უშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ცეცხლის სტიქიის ნიშნები (მშვილდოსანი, ვერძი, ლომი)
ზოდიაქოს ეს ნიშნები დიდ ყურადღებას აქცევენ საზოგადოებრივ აზრს, შესაბამისად, დიეტას იწყებენ მაშინვე, როდესაც ვინმესგან გაიგებენ ჭორაობას მათი წონის შესახებ. ურჩევნიათ შეეგუონ გემრიელ საჭმელებს და მათზე აღარ ილაპარაკონ.