გაინტერესებთ ბერძნული მითოლოგიის რომელი ღმერთი ხართ? ამის გაგებაში ჩვენი სტატია დაგეხმარებათ:
თხის რქა – ჰესტია
ოჯახის ცეცხლის, კერიის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. კრონოსის და რეას ქალიშვილი. ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერასა და დემეტრეს და. პოსეიდონმა და აპოლონმა მას ხელი სთხოვეს, მაგრამ ჰესტია ქალწულობა ერჩივნა და თავის ძმასთან – ზევსთან ერთად ცხოვრობდა.
მერწყული – ნიკეა
ბერძნული მითოლოგიით ტრიუმფისა და გამარჯვების ქალღმერთი. შეეძლო უდიდესი სისწრაფით ერბინა ან ეფრინა. და კრატოსის, ბიასა და ზელუსის. და-ძმებთან ერთად ზევსის ამალის წევრები იყვნენ. გამოხატავდნენ ფრთებიანი ქალის სახით, რომელსაც თავზე გვირგვინი ადგას და ხელში პალმის ტოტი უჭირავს. რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ვიქტორია
თევზები – აფროდიტე
სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან. თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კ. კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით.
ვერძი – ათენა
საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად.
კურო – დემეტრა
ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. მოგვიანებით კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. კრონოსისა და რეას მეორე ქალიშვილია
ტყუპები – არესი
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ომის მრისხანე ღმერთი, ზევსისა და ჰერას ძე. უპირისპირდება ქალღმერთ ათენას, სამართლიანი ომის მფარველს.
კირჩხიბი – ჰერაკლე
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღვთაებრივი გმირი. ზევსის და ალკმენეს ვაჟი, პერსევსის შვილთაშვილი.
ლომი – ჰერა
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსისა და რეას უფროსი ასული, ზევსის და და ცოლი; უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, არესის, ჰეფესტოსის, ჰებეს და ელითიას დედა. ჰომეროსთან ეჭვიანი, ჭირვეული, ბუზღუნა და მზაკვარია. დაუნდობლად სდევნის ზევსის რჩეულებს და შვილებს, განსაკუთრებით მტრობს ჰერაკლეს, რისთვისაც იგი ზევსმა დასაჯა კიდეც
ქალწული – დიონისე
ბერძნული მითოლოგიის თანახმად მევენახეობისა მეურნეობისა და მეღვინეობის, მცენარეულობის მფარველი. აგრეთვე ცნობილი როგორც ბახუსი ბერძნულსა და რომაულ მითოლოგიაში. მას მუდამ ახლდნენ მისი მხიარული სატირები ძველი ბერძნების რწმენით,დიონისეს კეთილგანწყფაზე დამოკიდებული იყო თუ როგორი იქნებოდა რთველი.
სასწორი – პერსეფონე
ზევსისა და დემეტრას ასული, დედა-ბუნებისა და მიწის წიაღის დიდი ქალღმერთი, ჰადესის ცოლი, აჩრდილთა და ურჩხულთა მრისხანე დედოფალი, ჰადესთან ერთად ზის ბნელეთის ტახტზე, ისმენს სულთა საჩივრებს და აღასრულებს ქმრის განაჩენს.
მორიელი – ჰადესი
ქთონური ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქვესკნელის მბრძანებელი, მცენარის ძირთა და წიაღის სიმდიდრეთა უხილავი მეუფე.
მშვილდოსანი – აპოლონი
სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთ ლეტოს და ზევსის ვაჟი. ლინოსის და ასკლეპიოსის მამა, არტემიდეს ძმა. მისი მეორე სახელია ფებოსი