მთავარი საკითხავი ჰიპერმარკეტ ,,გუდვილში“ 1 კილოგრამ ალუჩას 109 ლარად შეიძენთ

ჰიპერმარკეტ ,,გუდვილში“ 1 კილოგრამ ალუჩას 109 ლარად შეიძენთ

by guramus

ჰიპერმარკეტი “გუდვილი” მომხმარებელს ჰოლანდიურ ალუჩას სთავაზობს.  იმპორტირებული პროდუქტის შეძენა “გუდვილის” ყველა ფილიალში შეგიძლიათ. 100 გრამი ალუჩის ფასი  10.90 ლარია.

ჰიპერმარკეტის Facebook გვერდზე გავრცელებულ პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებელთა რეაგირება მოჰყვა. უკმაყოფილების მიზეზი ხილის ფასია.

თავად “გუდვილი” გამოწვეულ აჟიოტაჟს Facebook გვერდიდან ამგვარად პასუხობს: მეგობრებო, ალუჩა არის იმპორტირებული, ფასიც ამიტომ აქვს მაღალი. ამ დროს ალუჩა ყველგან ძვირია, რადგან სეზონი არ არის. როგორც კი ალუჩის სეზონი იქნება, ქართულ ალუჩას შემოგთავაზებთ ყველასთვის მისაღებ ფასად.”