მთავარი საკითხავი ,,44 წლის ვარ, მარტო ვცხოვრობ და ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ბავშვს ველოდები, არ ვიცი როგორ მოვიქცე…”

,,44 წლის ვარ, მარტო ვცხოვრობ და ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ბავშვს ველოდები, არ ვიცი როგორ მოვიქცე…”

by Keti

როგორ გავაკეთოთ ცხოვრებაში ყველაზე რთული არჩევანი, როდესაც ირგვლივ არავინ არის, ვისაც შეუძლია სწორი რჩევა მოგვცეს ან სულ მცირე ემოციურად დაგვეხმაროს? ღირს თუ არა ბავშვის გაჩენა 40 წლის შემდეგ მხოლოდ მარტოობის განცდის მოსაშორებლად? ეს ის კითხვებია, რომლებიც ჩვენს დღევანდელ მოთხრობის გმირს, მარინას არ აძინებს და მოსვენებას არ აძლევს. ის თავად ისაუბრებს ამის შესახებ.

რთული არჩევანი

ვარ 44 წლის და დავრჩი ორსულად. ბავშვის მამამ უარი თქვა ურთიერთობის გაგრძელებაზე, როგორც კი მას ეს ამბავი მოვუყევი. მე აღმოვჩნდი გზაჯვარედინზე და აბსოლუტურად არ მესმის როგორ მოვიქცეთ სწორად ამ სიტუაციაში…

მიშასთან შეხვედრამდე ერთი წლით ადრე, მე დავშორდი ჩემს ქმარს. განქორწინება მშვიდობიანი იყო, ზედმეტი სკანდალებისა და შეურაცხყოფების გარეშე. ჩვენ დიდი ხნის წინ მივხვდით, რომ ჯობდა ერთმანეთს დავშორებოდით. უბრალოდ ვერ ვბედავდით ამ ნაბიჯის გადადგმა. შესაძლოა ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს, ან რაღაცას ველოდით… თუმცა დაშორება მაინც გარდაუვალი იყო.

დაშორების შემდეგ საშინელმა დეპრესიამ მომიცვა. აქამდე არასოდეს მიგრძვნია თავი ასე მარტოსულად. და ჩემმა ნაცნობმა მიშამ ფაქტიურად გადამარჩინა. თითქოს მქონდა შანსი დამეწყო ჩემი ცხოვრება ნულიდან და ამით მე უზომოდ ბედნიერი ვიყავი!

ჩვენი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. შეხვედრიდან 2 კვირის შემდეგ გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება დაგვეწყო. ექვსი თვის ურთიერთობის შემდეგ, მისმა ოჯახმა რძალი მიწოდა. მე მჯეროდა, რომ საბოლოოდ ვიპოვე ადამიანი, რომელთან ერთადაც მინდოდა დავბერებულიყავი და გამეზიარებინა ყველა სიხარული და მწუხარება, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდებოდა…

ასე რომ, როდესაც გავარკვიე, რომ ორსულად ვიყავი, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მინდოდა ამ ბავშვის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ეს გადაწყვეტილება დიდ რისკის გაწევას ნიშნავს…

შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ის იმედგაცრუება, რაც მე განვიცადე, როდესაც მიშამ თქვა, რომ მას არ უნდოდა მემშობიარა და ბავშვი გამეჩინა. როგორც მახსოვს ჩვენი საუბარი , ტესტის შედეგის ნახვის შემდეგ, მე არ დაველოდე სამსახურიდან მის დაბრუნებას და მაშინვე დავრეკე სასიხარულო ამბის სათქმელად. მან უბრალოდ მიპასუხა, რომ ეს არ იყო მისი გეგმების ნაწილი და ტელეფონი გათიშა. იმ საღამოს სახლში აღარ დაბრუნებულა…

და ჩემთვის მაშინვე ცხადი გახდა, რომ ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ან როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ადამიანთან იმის გაცნობიერებით, რომ მას არ სურს იყოს მამა ან ქმარი? ასე რომ, რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ დავშორდით.

ახლა სრულიად დაბნეული ვარ. მარტოობის განცდა დამიბრუნდა და კიდევ უფრო დიდი ძალით მომიცვა. ორსულობის დროს გამომუშავებული ჰორმონებიც თავისას შვრება და ძალიან ემოციური გავხდი. შესაძლოა ბავშვმა შეძლოს ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა, მაგრამ რატომ მოხდა ასეთი უსამართლობა მის თავს? მამის გარეშე ბავშვის აღზრდა უდიდესი პასუხისმგებლობაა და მე არ ვარ დარწმუნებული, გავუძლებ თუ არა ამას. და მაინც არ მინდა ამ ბავშვის დაკარგვა…

ეს იყო მარინას ამბავი, რომელიც ახლა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და მისთვის გამამხნევებელი სიტყვებიც ბევრს ნიშნავს. თქვენ რას ურჩევდით ჩვენს გმირს? როგორ ფიქრობთ, ღირს ბავშვის დატოვება, მიუხედავად ყველა რისკისა? მადლობელი ვიქნებით, თუ კომენტარებში გაგვიზიარებთ თქვენს აზრს!