ჩინური კალენდრის მიხედვით, ლურჯი წყლის ვეფხვი გახდება 2022 წლის სიმბოლო. ის განასახიერებს ცვლილებებს, სიმტკიცეს, გამბედაობას, ჯანმრთელობას, სიცოცხლისუნარიანობას და ფიზიკურ ძალას. როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, ეს წელი განსაკუთრებით ხელსაყრელია ვეფხვის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის: ასეთი ადამიანები განსაკუთრებით უნდა ელოდონ ცვლილებებს, ოპტიმისტურ სიახლეებსა და აქტიურ წელს.
რა ფერებით აღვნიშნოთ ახალი წლის დღესასწაული
დღესასწაულისთვის სამზადისში ბევრი ითვალისწინებს წლის სიმბოლოს „გემოვნებას“ და ამის მიხედვით ამზადებს კერძებს, აცვია ისეთი ტანსაცმელი, რაც შეიძლება მოეწონოს ვეფხვს და სახლსაც ასეთი კრიტერიუმებით ამშვენებს.
ასტროლოგები გვირჩევენ, საახალწლოდ აირჩიოთ ფერების შემდეგი პალიტრა: ლურჯი, ცისფერი, ფირუზისფერი, ყვითელი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, მწვანე და ყავისფერი.
ჩინური კალენდრის მიხედვით, ფერები შეირჩევა იმის მიხედვით, თუ რომელი პლანეტები მფარველობენ წლის სიმბოლოს. ვეფხვის შემთხვევაში ეს იუპიტერია. ამ მტაცებელს უყვარს ლაკონიურობა და სისადავე, ამიტომ უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ბუნებრიობას და მშვიდ ტონებს. ეცადეთ თავიდან აიცილოთ ძალიან ნათელი და კაშკაშა ფერები.
მალე შემოგთავაზებთ, თუ როგორ უნდა მორთოთ სახლი ახალი წლის პერიოდში!