მთავარი ტესტები დააკვირდით სახეებს და აირჩიეთ ის, ვინც აუცილებლად უნდა დაჯდეს სკამზე

დააკვირდით სახეებს და აირჩიეთ ის, ვინც აუცილებლად უნდა დაჯდეს სკამზე

by Keti

ჩვენ მიჩვეულები ვართ ვიფიქროთ, რომ მორალური არჩევანი ყოველთვის არის სწორსა და არასწორს, სიკეთესა და ბოროტებას შორის. მაგრამ ცხოვრებაში, იშვიათად გვიწევს ავირჩიოთ ან შავი ან თეთრი. ამიტომ, დღეს შემოგთავაზებთ ტესტს, სადაც თითქოს არ არსებობს ერთი სწორი არჩევანი. ჩვენ შევეცდებით ავხსნათ სხვადასხვა ვარიანტი, თქვენ კი ეცადეთ გადაწყვიტოთ, ვის სჭირდება დახმარება სხვებზე მეტად და ვინ უნდა დაიკავოს ერთადერთი სკამი.

მაშ ასე, ვის სჭირდება დახმარება ყველაზე მეტად?

მეძუძური დედა ბავშვთან ერთად
ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს სკამს, რადგან ფეხზე დგომისას ძუძუთი კვება ძალიან მოუხერხებელია. და დიდი ხნის განმავლობაში დიდი ბავშვის ხელში ჭერაც დამღლელია.

კაცი ყავარჯნებითა და თაბაშირით
ტესტის შემსრულებლები ამ ვარიანტს ყველაზე ხშირად ირჩევენ. ამის მიზეზი ის არის, რომ თუ სახეზე არსებული ლეოკოპლასტირის მიხედვით ვიმსჯელებთ, ამ ადამიანმა დაზიანება სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. ამიტომ, მოტეხილობა, სავარაუდოდ, კვლავ ძლიერ ტკივილს გამოიწვევს.

გარდა ამისა, ყავარჯნებიან მამაკაცს ყველაზე ტანჯული სახე აქვს. მაგალითად, მეძუძუე დედას და ორსულ ქალს სახეზე ღიმილი ემჩნევათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სულ არ უჭირთ დგომა.

მოხუცი ჯოხით
ვინც ხმას აძლევს მოხუცს, შეჩვეულია ხანდაზმულების პატივისცემას. მათ მიაჩნიათ, რომ ორსულობა არ არის დაავადება, დედა-შვილი ასევე მყარად დგანან, ყავარჯნებიან ადამიანს კი შეუძლია იატაკზე დაჯდეს. ეს ყველაფერი კი ხანდაზმულ მამაკაცს, სავარაუდოდ, რთულად გამოუვა.

ორსული ქალი
თუ ორსული ქალი ცუდად გახდება, მაშინ საფრთხეს შეექმნება არა მხოლოდ მის ჯანმრთელობას, არამედ მუცელში მყოფი ბავშვის სიცოცხლესაც.

შესაძლებელია კომბინირებული ვარიანტიც. მაგალითად, სკამზე დაჯდეს ორსული ქალი და მან ბავშვი ჩაისვას კალთაში. ასე სამი ადამიანის მდგომარეობა გამარტივდება.

თქვენ რას ფიქრობთ?

ჩვენ გვჯერა, რომ ზრდასრული ადამიანები უნდა შეთანხმდნენ და ერთად იპოვონ საუკეთესო გამოსავალი. შესაძლებელია მხოლოდ ერთ ადამიანს უნდოდეს დაჯდომა, ან მაგალითად, თაბაშირიან კაცს შეიძლება ისეთი დაზიანებები ჰქონდეს, რომლის დროსაც დგომა უმჯობესია. და ორსული ქალისთვისაც შეიძლება მეტი გადაადგილება იყოს კარგი.

ასევე არის ვარიანტი, რომ სურათზე წარმოდგენილი ყველა ადამიანი მორიგეობით დაჯდეს. რა თქმა უნდა, თუ ისინი ამაზე შეთანხმდებიან. და თუ ტესტი რაღაცას გვასწავლის, პირველ რიგში ეს არის შეთანხმებისა და მოლაპარაკების მნიშვნელობა და არა მტრობა და მუდმივი დაძაბულობა ერთმანეთთან.

თქვენ ვის დაუთმობდით სკამს? მოგვიყევით კომენტარებში!