ყველა ადამიანს ციური სხეულების მიერ აქვს მინიჭებული გარკვეული ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრს არ სჯერა, არსებობს და არსებობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები , რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჰოროსკოპს.
წარმოგიდგენთ სამ გახმაურებულ ზოდიაქოს.
მორიელი
უმრავლესობისთვის დამახასიათებელი თვისებაა იდუმალება. ერთი შეხედვით ისინი შეიძლება ყველანაირად უწყინარნი მოგვეჩვენონ , მაგრამ უნდა გვახსოვდეს , რომ ამ ადამიენებში ერთად ორი პიროვნება ცხოვრობს . გარკვეული ნიღბის უკან მუდამ იმალება ის, ვინც თავის თვისებებს გულგრილობითა და ღიმილით მალავს.მორიელს შეუძლია ყველანაირ განსაცდელს დაუპირისპირდეს მოთმინებით.მისი ეს თვისება , მას მუდამ ეხმარება გამარჯვებაში. თუმცა , თუ ვინმემ მოახერხა მისი მწყობრიდან გამოყვანა , ის არ აგებს პასუხს მის ნამოქმედარზე და წარბშეუხრელად გააგრძელებს ცხოვრების რიტმს.მორიელებს შეუძლიათ ადვილად მოახდინონ გავლენა სხვებზე , მაგრამ ეს უნებურათ მოსდით .სწორედ ამ თვისების გამო იმსახურებენ ისინი, გარშემომყოფთა მხრიდან მოწიწებას და პატივისცემას. მიუხედავად იმისა , რომ თითქმის ყველაგან ვხდებით მათ დახასიათებას, თითქოს ისინი ყველაზე ბოროტი და სასტიკი ნიშნები არიან , უნდა ვთქვათ , რომ ეს მწარე სიცრუეა. მორიელს აქვს თვისება , ადვილად შეიცნოს ადამიენები , ამიტომაც მათ ხშირად უჭირს სხვებთან საკუთარი თავის ბოლომდე წარდგენა. მორიელი ერთ-ერთი ყველაზე სანდო ნიშანია, რომელთანაც შეგიძლიათ უპრობლემოთ ისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც თქვენთვის მნიშნელოვანია და ამავდროულად იცოდეთ , რომ თქვენი სიტყვები სანანებელი არ გაგიხდებათ.
ქალწული
პრინციპული, მიზანდასახული და უზმოდ შრომისმოყვარე ნიშანია. ეს თვისებები მას საშუალებას აძლევს , რომ მუდამ წარმატებული იყოს. ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამოირჩევიან კრეატიულობითა და ელეგანტურობით. ამ ნიშანს შეუძლია ადვილად დაარწმუნოს სხვა ნებისმიერ საკითხში. ქალწულები დიდ დროს ხარჯავენ, საკუთარ თავზე . ეს შეინიშნება არამარტო ფიზიკურ მხარეზე , არამედ შინაგანადაც. ისინი საყვარელ ადამიანებს , მუდამ განსხვავებული სითბოთი და მზრუნველობით ეპყრობიან . შეუძლიათ ადვილად დაივიწყონ წყენა ,მაგრამ თავს არ აძლევენ უფლებას , რომ იგივე შეცდომა ხელმეორედ დააშვებინონ სხვას.
ქალწულები აკვირდებიან ისეთ დეტალებს , რომლებიც ჩვეულებრივსამებრ უმრავლესობისთვის უმნიშვნელოა. არიან მგრძნობიარენი ,მაგრამ ეს ყველაზე მეტად მათი ქმედებით შეინიშნება და არა ემოციებითა და ხასიათით.არ არსებობს ქალწული , რომელსაც არ ჰქონდეს დაგეგმილი დღის , კვირის ან თვის გრაფიკი. ისინი მუდამ მზადყოფნაში არიან. აღსანიშნავია , რომ მიუხედავად ბევრი დადებითი მხარისა, მათი პირდაპირი კრიტიკა ბევრს არ მოსწონს და ამიტომ ამაყი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ლომი
ტემპერამენტიანები და პოზიტიურები .ხშირად გვევლინებიან , როგორც ლიდერები . ლომი ამაყი ნიშანია. მეფური იმიჯი,მას საშუალებას აძლევს ,რომ კარგად განახორციელოს ყველა ჩანაფიქრი. ამბობენ , რომ ყველა სიტყვა რომელსაც ლომთან მიმართებაში ვიყენებთ, მას გულს პირდაპირ ეხება .თუმცა, ძნელი გამოსაცნობია მათი შინაგანი ემოცია , მითუმეტეს რომ ეს გარეგნულად არ ემჩნევათ.
ლომის ღირსეული მანერები, საზოგადოებაში მუდამ თვალსაჩინო და მისაბაძი ხდება. უმრავლესობას აქვს კარგი ორგანიზატორული ნიჭი და კრეატიული აზროვნების უნარი . ისინი არ გაურბიან პასუხისმგებლობებს, რაც საშუალებას აძლევს მათ ხშირად საკმაოდ მაღალი თანამდებობრივი პოსტები დაიკავონ. ამ ადამიანებს სძულთ მარტოობა, მოწყენილობა და ერთფეროვნება , ამიტომაც მათთვის საზოგადოებაში ტრიალი, ჰაერივით აუცილებელია.