მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენლები არიან ყველაზე მამაცები?

ზოდიაქოს რომელი ნიშნის წარმომადგენლები არიან ყველაზე მამაცები?

by Keti

რამდენად მამაცი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? ეს სტატია გამოავლენს თქვენი გამბედაობის ხარისხს. ერთი რამ ნამდვილად უტყუარია: სიმამაცე ყველას არ აქვს.

ვერძი

მან არ იცის რა არის შიში. ამ ტემპერამენტიანი ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლისთვის ნებისმიერი რისკი ნამდვილი გამოწვევაა, ხოლო საფრთხეები, რომლისკენაც ილტვის, მხოლოდ ამაღლებს მის ხასიათს. დღე რისკის გარეშე, ტიპური ვერძისთვის მხოლოდ დაკარგული დღეა.

კურო

ის, რაც ტიპურ კუროს აიძულებს თავი აარიდონ რისკს და თავიდან აიცილონ საფრთხე, შესაძლოა შიში არ იყოს. ამ ფლეგმატური მიწის ნიშნის წარმომადგენელს, ძალიან უყვარს მშვიდობა და სიამოვნების მიღება ცხოვრებაში. ამიტომ კურო შეძლებისდაგვარად გაურბის სტრესს.

ტყუპები

მათ არ ეშინიათ რისკის, მაგრამ საკმარისად ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ იფიქრონ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ საფრთხეში ჩავარდნის დროს. ამიტომაც ეს ჰაერის ნიშნის წარმომადგენელი სხვებთან ურთიერთობისას ფრთხილია და ძალიან ენდობა საკუთარ ინტუიციას, ხოლო თუ ვინმეში შეცდა, შესაბამისად მოქმედებაც არ ეშლება.

კიბო

ვერ ვიტყვით, რომ წყლის ნიშნის ეს წარმომადგენელი ძალიან მამაცია. მისთვის სიფრთხილე უმთავრესია, რადგან ზუსტად იცის, რომ ვინც არასწორად მოიქცევა, შესაბამის ფასსაც გადაიხდის. სწორედ ამიტომ კირჩხიბს ურჩევნია თავიდან აიცილოს ის მოძრაობები, რომლებიც ზედმეტად მიაჩნია.

ლომი

ლომი სულ მცირე სამჯერ უფრო გაბედულად მიილტვის მიზნისკენ, ვიდრე ყველა სხვა ნიშანი. ამ ამაყი ცეცხლის ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია თავისი მისიის მისაღწევად პლანეტა თავდაყირა დააყენოს. ადამიანი მას გზიდან უნდა ჩამოეცალოს და ნამდვილად არ უნდა იქცეს მის მტრად.

ქალწული

ფრთხილი ქალწული არ არის საფრთხის მოყვარული, განსაკუთრებით არასაჭირო საფრთხის. თუ მას ეშინია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის ფიქრობს, ცდილობს იპოვოს გზა, თუ რა მიმართულებით წავიდეს. ისინი რისკს არასაჭირო ფუფუნებად მიიჩნევენ, რადგან მიზნის მისაღწევად ბევრად უკეთესი მეთოდები არსებობს.

სასწორი

ზედმეტად ჭკვიანია ზედმეტი რისკების გასაწევად და ურჩევნია პრობლემების მოგვარება დიპლომატიური უნარების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ გამბედაობა ღირსების საქმეა, ჰაერის ნიშნის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შანსის თავიდან აცილება ბევრად უფრო ჭკვიანურია.

მორიელი

უშიშარი მორიელისთვის დაბრკოლებები არ არსებობს, საშიშროება მხოლოდ მათთან ბრძოლისას ექმნებათ, რადგან მორიელს ძალიან უყვარს საინტერესო დაპირისპირებები. ისინი ყოველთვის ძალიან ბევრ მიზნებს ისახავენ და შეუპოვრად მიიწევენ მათ შესასრულებლად, რაც მათ გარშემო მყოფ ნაკლებად მამაც წევრებს დიდად არ მოსწონთ.

მშვილდოსანი

ზოგჯერ მშვილდოსნებს მოსწონთ გადაჭარბებული რისკების გაწევა, რადგან ისინი სწრაფად დგებიან ფეხზე წარუმატებლობის შემდეგ. ყოველი სიახლე ამ მოქნილი ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლისთვის არის ახალი გამოწვევა, რომელიც მხოლოდ აძლიერებს მას.

თხის რქა

საფრთხის მიმართ შიში სრულიად დამახასიათებელია ამ მიწის ნიშნის წარმომადგენლისთვის. თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ყველამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად პოტენციური საფრთხისა. ისინი არ ეძებენ დახმარებას და მუდმივად ცდილობენ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ პრობლემებს.

მერწყული

საფრთხისადმი დამოკიდებულება მათ ძალიან დამაინტრიგებელს ხდის. არატრადიციული ჰაერის ნიშნის ტიპურ წარმომადგენელს აქვს თანდაყოლილი ნიჭი, აღიქვას ყველა საშიში სიტუაცია, თითქოს ისინი არც კი არსებობს. ამ გზით ისინი ხშირად იტყუებენ საკუთარ თავს, მაგრამ ასევე იადვილებენ ცხოვრებას.

თევზები

ამ მგრძნობიარე წყლის ნიშნის წარმომადგენელს შესაძლოა საფრთხე საერთოდ არ მოსწონდეს, მაგრამ ძალიან კარგად მალავს ამას. მათ ყველაზე მეტად ეშინიათ, დაცინვის, ამიტომ ხშირად სხვების შეფასებებზე რეაგირებენ ისე, რომ მათ აფიქრებინონ, თითქოს მართლაც ბევრად მამაცები არიან და შეუძლიათ ყოველგვარ საფრთხეს პირდაპირ თვალებში შეხედონ.

თქვენ რომელი ნიშნის წარმომადგენელი ხართ? დაემთხვა აღწერები თქვენს ხასიათს? მოგვიყევით კომენტარებში! სტატია კი მეგობრებსაც გაუზიარეთ!