მთავარი საკითხავი II მსოფლიო ომის დროს მომხდარი 13 უჩვეულო ფაქტი

II მსოფლიო ომის დროს მომხდარი 13 უჩვეულო ფაქტი

by Keti

დღეს წარმოგიდგენთ უჩვეულო, უცნაურ და იშვიათ ფაქტებს, რაც II მსოფლიო ომის პერიოდში მოხდა და რის შესახებაც ბევრმა ადამიანმა არ იცის.

1. ომში პირველი გერმანელი სამხედრო ჯარისკაცი იაპონელებმა მოკლეს.

2. პირველი ამერიკელი სამხედრო ჯარისკაცი რუსებმა მოკლეს.

3. ევროპის თავზე მოკავშირეთა ბომბდამშენების ეკიპაჟის 100000-ზე მეტი განადგურდა.

4. საჰაერო ბრძოლისას ბევრად მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ვიდრე საზღვაო შეტაკებისას.

5. ჰოლოკოსტის დროს, ოკუპირებულ პოლონეთში, კათოლიკე ბებიაქალის – სტანისლავა ლეშჩინსკას დახმარებით, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, 3000 ბავშვი გაჩნდა.

6. ომში დაღუპული ყოველი ხუთი გერმანელი ჯარისკაციდან ოთხი აღმოსავლეთ ფრონტზე იღუპებოდა.

7. 1923 წელს საბჭოთა კავშირში დაბადებული მამაკაცების მხოლოდ 20 პროცენტი გადაურჩა ომს.

8. მეორე მსოფლიო ომში, შეერთებული შტატების არმიაში ყველაზე ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურე იყო კალვინ გრეჰემი – 12 წლის. გრეჰემმა იცრუა თავისი ასაკის შესახებ, როდესაც ის აშშ-ს საზღვაო ფლოტში ჩაირიცხა. მისი რეალური ასაკი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ის ომში დაიჭრა.

9. სტალინგრადის ალყამ გამოიწვია იმაზე მეტი რუსი დაღუპვა (სამხედრო და სამოქალაქო პირი), ვიდრე შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა (ერთად) დაკარგეს მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში.

10. ადოლფ ჰიტლერის ძმისშვილი, უილიამ ჰიტლერი, მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ს საზღვაო ფლოტში მსახურობდა.

11. ტყვეთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი რუსულ ბანაკებში 85%-ს შეადგენდა.

12. ამერიკას მესამე ატომური ბომბიც რომ გამოეყენებინა, შემდეგი სამიზნე ქალაქი ტოკიო იქნებოდა.

13. მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 50-70 მილიონ ადამიანს, რომელთა 80% მხოლოდ ოთხი ქვეყნის წარმომადგენელია – რუსეთი, ჩინეთი, გერმანია და პოლონეთი. დაღუპულების 50%-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის კი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!