მთავარი საკითხავი VOGUE: როგორ თეთრეულს მივანიჭოთ უპირატესობა?

VOGUE: როგორ თეთრეულს მივანიჭოთ უპირატესობა?

by guramus

არსებობს მოსაზრება, რომ რასაც იხდენ, სწორედ ისაა მოდაში. სინამდვილეში, საქმე მცდარ მოსაზრებასთან სულაც არ გვაქვს, მაგრამ მსოფლიო მოდისთვის მაინც არის დეტალები, რაც ყველა ქალისთვის სასურველი და მისაღები უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ  თავს მოდურად თვლის.

ყველაზე მოდური VOGUE მანდილოსნებს სტატიას სთავაზობს, სადაც საუბარი  2017 წლის მოდურ თეთრეულზეა. ქალის როგორი  თეთრეულია ტენდენციური 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის?

მაღალწელიანი საცვლები

რეტრო  90-იანების წარმატებული გადმონაშთია. დეტალებს ამ სტილიდან შეხვდებით ყველგან. როგორც ჩანს, დიზაინერებს მიმდინარე წელსაც  არ გამორჩენიათ სიძველის ნიშნები. ალბათ იმიტომ, რომ რეტროს სტილის საცვლების მთავარი დადებითი თვისება სხეულის ფორმების საუკეთესოდ წარმოჩენაა.

 

“ბუნებრივი” საცვლები

მიმდინარე წლის მთავარი სიახლე ზედმეტი სისადავე და მეტი ბუნებრიობაა. დიზაინერებმა ეს ფაქტი საცვლებთან მიმათებაშიც გამოიყენეს.

 

კორსეტი საცვლები

როგორც ჩანს სიმართლეა, რომ მოდა ბრუნავს. კორსეტებს დამატებული წვრილი დეტალები წელს ისე აქტუალურია, როგორც არასოდეს.

 

სპორტული საცვლები

არის ქალების  კატეგორია, რომელთაც ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი აქვთ. სწორედ ამიტომ, უამრავი მათგანი უპირატესობას სპორტულ საცვლებს ანიჭებს. უკვე არსებობს სპორტული, თუმცა, მოხდენილი ბიუზჰალტერები, რომელთა ტარებასაც შეძლებთ არა როგორც მაისურის, არამედ, როგორც თეთრეულის სახით.