მთავარი ტესტები ქალი თუ ჩონჩხი? ის თუ რას ხედავ პირველად, გეტყვის რამდენად თავდაჯერებული ხარ

ქალი თუ ჩონჩხი? ის თუ რას ხედავ პირველად, გეტყვის რამდენად თავდაჯერებული ხარ

by guramus

მორიგი ილუზიური ტესტის დროა. დააფიქსირე რას ხედავ სურათზე პირველად და გაიგებ, რომელი თვისებაა წამყვანი შენში – თავდაჯერებული თუ თავდაცვითი.

ტესტის დაწყებამდე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხი. რომელმა სურათმაც არ უნდა მიიქციოს თქვენი ყურადღება, ეს იქნება ასახვა იმისა, თუ როგორ გრძნობთ თავს შინაგანად და როგორ აღგიქვამენ სხვები.

მაშ ასე, კარგად დააკვირდით სურათს. რას ხედავთ პირველ რიგში?

შედეგები

1. თუ თქვენ დაინახეთ ქალი, რომელსაც ხელები კისრის უკან აქვს შემოხვეული…

ქალის გამოსახულების დანახვა ბევრს მეტყველებს თქვენს თავდაცვით ქცევებზე. ამჟამად თავს აქტიურად არ გრძნობთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი რამ არის ისეთი, რასაც არასდროს გააკეთებთ.

უბრალოდ ცოტათი აამაღლეთ თქვენი თავდაჯერებულობა. ისწავლეთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. გვესმის, რომ ძალიან გეშინიათ გარისკვის, მაგრამ არ ინერვიულოთ; თქვენი ფანტაზია და პრობლემის გადაჭრის უნარი ახალ შესაძლებლობებს შეგიქმნით.

2. თუ დაინახეთ დიდი თავის ქალა…

თქვენ გადიხართ ურთულეს გზას, მაგრამ მიუხედავად ყველა სირთულისა, თქვენ გაქვთ ლიდერობის ძლიერი უნარები, რომელსაც ბევრი ადამიანი ამჩნევს. გირჩევნიათ მუდამ თავდაჯერებულის როლი მოირგოთ, რათა რთულ ეპიზოდებს უკეთესად გაუმკლავდეთ.

გამოწვევები შეიძლება მოვიდეს და წავიდეს, მაგრამ ისინი საბოლოოდ ვერაფერს დაგიშავებთ, რადგან თქვენ ყოველთვის ფეხზე დგახართ, რომ თავდაჯერებულად დაძლიოთ ისინი და წინ წახვიდეთ. თვლით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოგივათ, რასაც ჩაიფიქრებთ.

როგორ მოგეწონათ ეს ტესტი და მისი შედეგები? თქვენ რა დაინახეთ ფოტოზე პირველად? გაგვიზიარეთ კომენტარებში!