მთავარი ტესტები აირჩიეთ ქვა და იპოვეთ ფარული სიმართლე თქვენი პიროვნების შესახებ

აირჩიეთ ქვა და იპოვეთ ფარული სიმართლე თქვენი პიროვნების შესახებ

by guramus

ყველამ ვიცით, რომ ძვირფასი ქვები ვიზუალურად მშვენივრად გამოიყურება და თითოეულ ქვას აქვს თავისი მეტაფიზიკური მახასიათებლები, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აირჩიეთ ქვა და აღმოაჩინეთ ფარული ჭეშმარიტება საკუთარი თავის შესახებ!

ერთი წუთის განმავლობაში დაათვალიერეთ ეს ექვსი ქვა, რომელსაც ქვემოთ ხედავთ. შემდეგ ზედმეტი ფიქრის გარეშე, აირჩიეთ ერთი მათგანი. არ არის აუცილებელი ქვა თქვენი საყვარელი ფერის მიხედვით აირჩიოთ. უბრალოდ შეარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ ამ მომენტში.

იყავით თავდაჯერებული და ნუ დააყენებთ ეჭვქვეშ თქვენს გადაწყვეტილებას!

1. თუ აირჩევთ ოპალიტს…

ოპალიტი არის დახვეწილი, მაგრამ ძლიერი ენერგიის მქონე ქვა. ის იდეალურია მედიტაციისთვის. ოპალიტი აუმჯობესებს კომუნიკაციას ყველა დონეზე, ეს განსაკუთრებით ეხება სულიერ კავშირებს.

თქვენ გინდათ თავისუფალი ცხოვრება და ცივილიზაციის აურზაურისგან დასვენება. თქვენ გრძნობთ საჭიროებას, იპოვოთ სიმშვიდე სადმე, სადაც თქვენი გრძნობები და შინაგანი აზრები წინა პლანზე იქნება.

თუ ამ ქვას აირჩევთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გადალახეთ ქარიშხალი და ახლა ბევრად უფრო ძლიერი და ბრძენი ხართ.

2. თუ აირჩევთ მალაქიტს

მალაქიტს ახასიათებს ბუნების ღრმა სამკურნალო თვისებები და ეს ქვა აერთიანებს ყვავილების, ხეების, ფესვებისა და მცენარეების თანდაყოლილ სილამაზეს.

ეს არის ტრანსფორმაციის ქვა, რომელიც ეხმარება ადამიანს სიტუაციების შეცვლაში და უზრუნველყოფს სულიერ ზრდას. ქვა ცხადყოფს, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ.

თქვენ შეიძლება განიცადოთ ცვლილებები თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაში. ახლა კარგი დროა, რომ განიხილოთ არჩევანი, რომელსაც ამ ეტაპზე აკეთებთ. გიჭირთ ნეგატიურ ადამიანებთან ყოფნა და აუცილებელია შეზღუდოთ დროის გატარება მათთან, ვინც მძიმე ენერგეტიკას ატარებს, რათა დაიცვათ საკუთარი ნატიფი ბუნება.

3. თუ აირჩევთ მზის ქვას…

მზის ქვა არის სიმრავლის ქვა. ის ხელს უწყობს დამოუკიდებლობას და ორიგინალობას, შთააგონებს ნიჭის გამოვლენას და იზიდავს დიდებას და მოულოდნელ კეთილდღეობას.

ეს არის შესანიშნავი “წარმატების” კრისტალი. თუ მზის ქვა მოგეწონათ, ესე იგი, ოპტიმისტური ბუნება გაქვთ. მომავალი თქვენთვის მაქსიმალურად მკაფიო და ნათელია.

არ დაკარგოთ მზიანი განწყობა! თქვენ მოგწონთ, რომ ყველაფერი სწორად იყოს სამყაროში – მარტივი დაგაწონასწორებული. ხოლო თუ რაიმე სხვაგვარად ხდება, თქვენ განიცდით სტრესს ან წუხილს. თქვენ მოგწონთ სტრუქტურა, რუტინა, ორგანიზებულობა, დავალებების ჩამოწერა და დაგეგმვა.. მაგრამ იცოდეთ, რომ არ არის საჭირო ყველაფერი ყოველთვის სრულყოფილი იყოს. ისწავლეთ ცხოვრების დინებით სიარული.

4. თუ აირჩევთ ობსიდიანს…

ობსიდიანი არის მიწიერი ქვა, მაგრამ ასევე შეიცავს ცეცხლოვან ელემენტს.

ის სასარგებლოა ნებისმიერი მტრის წინააღმდეგ ბრძოლისა და საკუთარ რწმენაზე დგომისთვის საჭირო ძალის გასავითარებლად. თუ ეს ქვას მიგიზიდავთ, ესე იგი, თქვენი არაცნობიერი ცდილობს თქვას, რომ დროა გათავისუფლდეთ ძველი ჩვევებისა და რუტინებისგან და შექმნათ ახალი ცხოვრება.

დაიმახსოვრეთ, როგორი იღბლიანი ხართ და იყავით მადლიერი ყველაფრისთვის. არ დაუშვათ, რომ ეჭვიანობა შეგეპაროთ გონებაში.

თქვენ ისწრაფვით სრულყოფილებისკენ, რაც ხშირად იწვევს იმედგაცრუებას. იცოდეთ, რომ საკმარისად კარგი ხართ, გჯერათ ამის თუ არა.

5. თუ თქვენ აირჩევთ ჰოულიტს…

ჰოულიტი არის შესანიშნავი ინსტრუმენტი მედიტაციის დროს, რადგან ის დაგეხმარებათ თქვენი გონების ფოკუსირებაში. მას შეუძლია ხელი შეუწყოს გონების სიმშვიდეს და ხელი შეუშალოს ნებისმიერი სახის ქაოსს.

ის დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სტრესისა და შფოთვისგან, რადგან ჰოულიტი ასევე ძლიერი დამამშვიდებელი ქვაა.

თუ თქვენ აირჩიეთ ჰოულიტის ქვა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ დროა გაუშვათ ის, რაც აღარ გემსახურებათ. ანუ მიიღეთ სიახლეები და განდევნეთ ძველი და არასაჭირო ჩვევები თქვენი ცხოვრებიდან.

6. თუ ირჩევთ დალმაციურ იასპერს…

დალმაციური იასპერი ხელს უწყობს ემოციების ჰარმონიზაციას და გეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში, თუნდაც ყველაზე რთულ დროს.

დალმაციური იასპერი არის მშვენიერი საშუალება, როცა გსურთ გადაამუშავოთ წარსული ქმედებები და გადაწყვეტილებები, ასე რომ, თუ მსგავსი რამ დაგჭირდათ, თქვენ იქნებით უფრო ინფორმირებული სხვადასხვა არჩევანის გასაკეთებლად. ეს ქვა მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ხართ გართობის მოყვარული და უნდა შეინარჩუნოთ სიხალისე თქვენს ცხოვრებაში.

მოძებნეთ ახალი თავგადასავლები და შეიძინეთ ახალი მეგობრები. ბავშვობის გამოცდილებაზე დაფუძნებული გარკვეული შემზღუდველი რწმენებ უნდა მიატოვოთ. თქვენ უნდა გაათავისუფლოთ წარსული ტკივილი და აპატიოთ ყველას, რათა შეძლოთ წინსვლა და შექმნათ ისეთიცხოვრება, რომელსაც იმსახურებთ.

თქვენ რომელი ქვა აირჩიეთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!