მთავარი საკითხავი ლოცვა ჩვენი მშობლებისთვის

ლოცვა ჩვენი მშობლებისთვის

by guramus

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველდღე. ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი მშობლებისთვის. დედა და მამა ხომ შეუცვლელია ჩვენთვის. მათი სიყვარული ჩვენდამი წრფწლი და შეუცვლელია. უფალი იყოს თქვენი და თქვენი მშობლების მფარველი.

 

უფალო და ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე! შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა, განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ.