მთავარი საკითხავი შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია

შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია

by guramus

შვიდგზის ზეთისცხება  დიდ მარხვაში ტარდება. მართლმადიდებლური ტაძრები დიდმარხვის ბოლო კვირეებში ყოველ საღამოს ატარებენ ზეთისცხებას. მართლმადიდებელ ქრისტიანს შვიდჯერ ეცხება წითელ ღვინოში არეული ზეთი მღვდლების მიერ. ამ დროს მრავალგზის იკითხება სახარება და ლოცვები სნეულთათვის.ეს ყველაფერი ქრისტიანის სულისა და ხორცის განკურნებისთვის სრულდება. ზეთის კურთხევა უკავშირდება სინანულის საიდუმლოს. შვიდგზის ზეთის ცხება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ერთხელ მაინც აქვს აღსარება ჩაბარებული.


  ,,უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე იქმნეს, მოვეტეოს მას ”

 

ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევებარომლებიც აღიარა და მოინანია, გადმოცემის თანახმად ზეთის კურთხევისას, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება.

A.E