მთავარი საკითხავი რემარკის საოცარი 3 წიგნი, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს

რემარკის საოცარი 3 წიგნი, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს

by guramus

გერმანელი მწერალი და გერმანული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატორი ,რომელმაც მრავალი ქართველის გული მოიგო. აქვს საოცარი წერის სტილი , რომელიც ადვილს ხდის, რომ სწრაფად და გემრიელად წაიკითხო.

 

გთავაზობთ რემარკის 3 ნაწარმოებს

1. “ტრიუმფალური თაღი” რომანი მოგვითხრობს გერმანელი ექიმის , რავიკის ცხოვრებას, რომელმაც არალეგალურად გადაკვეთა საფრანგეთი და პარიზში დასახლდა. ის სრულიად შემთხვევით გაიცნობს ქალს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება. მალევე სასტიკი წარსულიდან ბრუნდება ადამიანი, რომლის მიერ მიღებული ტანჯვა რავიკისთვის მძიმე იყო და გადაწყვეტს მის მოკვლას. უეცრად კი შეიტყობს, რომ მისი საყვარელი ქალი დაჭრეს და გარდაიცვალა.

“ერთი ადამიანი შეიყვარა და დაკარგა. მეორე შეიძულა და მოკლა. ორივემ თავისუფლება მიანიჭა. ერთმა მისი გრძნობა ააგიზგიზა, მეორემ წარსულის ხსოვნის ცეცხლი ჩაუქრო. სისრულეში რომ არ მოეყვანოს, ისეთი აღარაფერი დარჩენია.”

2.  “სამი მეგობარი” ეს არი წიგნი ადამიანებზე, ურთიერთობებზე, ცხოვრების ტვირთსა და მიზნებზე. წიგნის მთავარი გმირი გვიყვება თავის ცხოვრებაზე, რომელსაც აზრს აძლევს არაჩვეულებრივი ქალი. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შევეცდებით სხვა თვალით დავინახოთ ცხოვრება და მეტად დავაფასოთ იგი, რადგან მართლა დასაფასებელია ცხოვრება მთელი თავისი გამოვლინებებით .

,,რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო იოლია ცხოვრება. ცოდნა ადამიანს ათავისუფლებს, მაგრამ აუბედურებს კიდეც.’’

3. “ნასესხები სიცოცხლე” რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ლილიანი ტუბერკულოზით დაავადებული ქალია, რომელსაც დარჩენილი ცხოვრების გატარება საავადმყოფოში არ სურს. მას შემდეგ რაც ის შეხვდება ავტომრბოლელ კლერფეს ისინი გადაწყვეტენ სამოგზაუროდ წასვლას, ევროპაში. რემარკის ეს რომანი შეუდარებელი, ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავია.

,,ადამიანთან ერთად ყოველთვის რაღაც კვდება, ალბათ მცირეოდენი იმედი.’’

D.T.