მთავარი საკითხავი ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ, თუ რა ხდება ჩემს თავს…” – რას ამბობს თედო ბექაური

ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ, თუ რა ხდება ჩემს თავს…” – რას ამბობს თედო ბექაური

by lana

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-12 სეზონის ფინალი 14 იანვარს შედგა. პროექტის გამარჯვებული თედო ბექაური მეწყვილესთან, ანნა ბირთველიშვილთან ერთად გახდა.  თედოს პროექტის სპონსორებისგან არაერთი პრიზი ხვდა წილად.

თედო ბექაური და ანნა ბირთველიშვილი სტუმრად „იმედის დილაში“ იყვნენ. გამარჯვებულმა წყვილმა პროექტის შესახებ ისაუბრა.

თედო: „ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ, თუ რა ხდება ჩემს თავს, გულის სიღრმეში, როგორც ყველა, მეც ველოდებოდი გამარჯვებას… მთავარია, პროცესს სწორად მიჰყვე, არ დაკარგო შენი თავი, მაყურებელი… დიდი შრომა გვიწევდა ჩვენი მაყურებლისთვის.

ანა ბირთველიშვილი: ბოლო ცეკვის პერიოდში თვითონ ცეკვა არ იყო სანერვიულო,მაგრამ როცა ვიცეკვეთ და დრო მოვიდა გამარჯვებულის გამოცხადების მაშინ უკვე თედო ძალიან დაიძაბა და ნერვიულობა დაიწყო”, – თქვა ანამ.

წყარო: https://media.adams.ge/