22 იანვარს საღამოს, უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში მიწისძვრა მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სეისმური პროგნოზირების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 22:08 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ჩინეთისა და ყირგიზეთის სასაზღვრო რეგიონში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 7 მაგნიტუდა იყო, წყარო 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მანძილი ეპიცენტრიდან ტაშკენტამდე სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 862 კილომეტრია. მიწისძვრები ასევე დაფიქსირდა უზბეკეთის ანდიჯანის, ფერგანას და ნამანგანის რეგიონებში.
მიწისქვეშა ბიძგები ყირგიზეთის ქალაქ ბიშკეკის მცხოვრებლებმაც იგრძნეს. ყაზახეთის სეისმოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყირგიზეთშია და მისი სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდაა. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ჭაღების რხევის ვიდეო, ძლიერი მიწისძვრის გამო ყირგიზელები გარეთ გამოდიან.
რყევებს არც ყაზახეთი გადაურჩა. 5 მაგნიტუდის ბიძგები ალმაატაში დაფიქსირდა. ბევრმა მცხოვრებლებმა ასევე დატოვეს სახლები.
პრაიმტაიმი