მთავარი ასტროლოგია რა საიდუმლოს მალავენ ქალები – ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა საიდუმლოს მალავენ ქალები – ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by guramus

ყველა ქალს აქვს საიდუმლო. მამაკაცები საუკუნეებია ცდილობენ ჩაწვდნენ ქალის ბუნებას და ამოიცნონ მათი საიდუმლოები. ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ძალიან ადვილია ქალის ფარული ზრახვების გამოაშკარავება:

ვერძი

ვერძი პირველ ადგილზე ყოველთვის სიყვარულს აყენებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი მისთვის იდეალურ მამაკაცს თუ ვერ შეხვდება, უღცევნია მარტო გაატაროს მთელი ცხოვრება. ვერძი მაქსიმალისტია. ან საუკეთესო – ან არავინ, ეს მისი დევიზია.

კურო

კურო სიყვარულში რომ დაარწმუნოთ, ხშირად უნდა უთხრათ კომპლიმენტები. ზოდიაქოს ამ ნიშანს უჭირს ემოციების გამოხატვა, შესაბამისად არ გაგიკვირდეთ თუ თქვენს კომპლიმენტს კურო უემოციოდ შეხვდება. გულის სიღრმეში, ეს კომპლიმენტი მას ძალიან ესიამოვნა.

ტყუპები

ზოდიაქოს ეს ნიშანი არაპროგნოზირებადი ხასიათით გამოირჩევა. ტყუპებთან ურთიერთობის დაწყება ცოტა რთულია. ტყუპები ცხოვრებით ტკბებიან, ამიტომ არასდროს იქნებიან ისეთ პარტნიორთან, რომელიც რუტინულ, ერთფეროვან ცხოვრებას სთავაზობს. თუ თქვენი მეორე ნახევარი კუროა, შეეცადეთ გაანებივროთ ის ბედნიერი დღეებით, წინააღმდეგ შემტხვევაში თქვენ მას უბრალოდ დაკარგავთ.

კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან უყვარს კომფორტი. მამაკაცებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ კირჩხიბი ქალის კომფორტისთვის, თუ სურთ მისი შენარჩუნება. პირველ რიგში, აუცილებელია კირჩხიბი ქალის ნდობა მოიპოვოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ურთიერთობა ნდობით იწყება.

ლომი

ლომმა ქალმა უნდა იგრძნოს, რომ ის უყართ და პატივს სცემენ. გახსოვდეთ, რომ ლომი ძალიან ეჭვიანია. მამაკაცებო, არ გაბედოთ და ლომ ქალს არ აუკრძალოთ მეგობრებთან ურთიერთობა. მეგობრების გარემოცვაში გრძნობს ლომი ყველაზე კარგად თავს.

ქალწული

ქალწული ქალი ყველაფერს დათმობს საყვარელი ადამიანისთვის. სანაცვლოდ იგი პარტნიორის სიყვარულსა და ერთგულებას მოითხოვს. შეყვარებული ქალწული ვერასდროს ვერ იქნება მოწყენილი. სიყვარული მისთვის ბედნიერების ელექსირივითაა.

სასწორი

სასწორი ქალი შარმითა და მომხიბვლელობით გამოირჩევა. ზოდიაქოს ეს ნიშანი ჰარმონიულ ცხოვრებას მიელტვის. პარტნიორთან კონფლიქტი მისთვის დიდი ტრამვაა. სასწორები პარტნიორში განათლებას აფასებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის წარმოუდგენელია უცოდინარ და გაუნათლებელ ადამიანთან თანაცხოვრება.

მორიელი

მორიელი ქალი მისტიური და ლამაზია.  ეს ზოდიაქოს ისეთი ნიშანია, რომელსაც თკბილი სიტყვებითა და კომპლიმენტებით ვერ მოხიბლავთ. მორიელისთვის მთვარი საქმეა, საქმით უნდა დაუმტკიცოთ მას სიყვარული.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ქალი დამოუკიდებელია. ის ვერასდროს შეეგუება მანიპულაციებს. როდესაც მშვილდოსანი “საკუთარ მამაკაცს” აღმოაჩენს, მას საკუთარ თავს მიუძღვნის და ყველაფერს გააკეთებს მისი ბედნიერებისთვის.

თხის რქა

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს სირთულეები არ აშინებთ. ისინი ყოველთვის ახერხებენ გამოსავლის პოვნას. თხის რქას იზიდავს წარმატებული, განათლებული მამაკაცები. არამდგრადი და დაბალი ტვითშეფასების მამაკაცი ვერასდროს გახდება თხის რქის ქვეშ დაბადებული ქალის პარტნიორი.

მერწყული

მერწყულ ქალებს ექსპერიმენტები იზიდავს. მერწყულისთვის იდეალურია ის პარტიორი, რომელიც მას სამყაროს აღმოჩენაში დაეხმარება.

თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები საოცრად ქალურები, შარმიანები და სენსიტიურები არიან. კომპლიმენტი თევზებისთვის საუკეთესო საჩუქარია. თევზები საოცრად კომუნიკაბელურები არიან, ერთი დღის გაცნობილიც კი დიდი ხნის მეგობარივით დაგელაპარაკება.