მოგეხსენებათ დუბაიში ვიზიტიც კი გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და დღევანდელი ქართული ეკონომიკის ფონზე, ძალიან რთულია დუბაიში ტურისტულად ჩასვლაც კი, რაც შეეხება მანდ ვიდეოს გადაღებას და საქმიან ვიზიტს – ბევრად ხარჯიანი სიამოვნებაა.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თანამედროვე ქართველ მომღერალზე, რომელმაც დუბაიში უნიკალური კლიპი გადაიღო.მსგავსი ხარისხიანი ნამუშევარი ქართულ რეალობაში იშვიათია. მომღერალი ყველასათვის კარგად ნაცნობი ბაჩო რამიშვილია.
გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო მონაკვეთებს :
-ამ სიმღერის კლიპი სად გადაიღეთ?
– თბილ ქვეყნებში, დუბაიში, სიმღერიდან გამომდინარე ეს ლოკაცია გადაწყდა. გადაღებები ძალიან რთული იყო, რადგანაც დუბაიში უამრავი რეგულაციაა, რაც შეზღუდვებს გვიწესებს გადაღებებზე. ჩვენ დავძლიეთ უამრავი გამოწვევა , რათა კლიპი გადაგვეღო.
-ვინ არის კლიპის რეჟისორი?
-სერგო ეგოიანი
-სად შეიძლება კლიპის ნახვა?
-უკვე დევს იუთუბზე და ათასობით ადამიანმა ნახა.
-მუშაობის პროცესი როგორი იყო?
-ცხელი, ცხელი, +38 გრადუსი, არ მიყვარს ისეთი კლიმატი, სადაც ჰაერი არ არის.სხვადასხვა ლოკაციებზე საირული გვიწევდა, ერთმანეთისგან შორს იყო საკმაოდ .
-დიდი მადლობა, ძალიან მოვიხიბლე კლიპით, მართლაც უმაღლესი ხარისხიაა ეტყობა პირველივე წამებზე…
მოდით ყველამ ერთად ვუსურვოთ მომღერალ ბაჩო რამიშვილს წარმატებები და ვისაც არ გინახავთ კლიპი, ნახეთ აუცილებლად!