806
ქორწინებიდან 10 თვის შემდეგ ცოლმა გაიგო, რომ “ქმარი” სინამდვილეში ქალი იყო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
შემთხვევა ინდონეზიაში მოხდა. წყვილი გაცნობიდან სამ თვეში დაქორწინდა. როგორც ქალი ამბობს, მან არ იცოდა, რომ ყალბი დოკუმენტით დაქორწინდა. ხოლო შემდეგ ფაქტი აღარ გაამჟღავნა. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, როცა “სიძის” კაცობაში სიდედრს ეჭვი შეეპარა და მას გაშიშვლება მოსთხოვა. “სიძე” იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ქალი იყო. სიდედრმა პოლიციაში დარეკა. საქმე დოკუნემტების გაყალბების მუხლით აღიძრა.